დეინა უაითი: მოემზადეთ, ხაბიბი-ფერგიუსონი მთვარეზე უნდა ჩავატარო [PHOTO]

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი უშვებს, რომ UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ  ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს შესაძლოა მთვარეზე შეხვდეს. შესაბამისი ბრძოლის  პოსტერი მან "თვითერზე" ატვირთა და მიაწერა: "ყველა მოემზადეთ".

ფოტოზე ასევე არიან UFC-ის კომენტატორი ჯო როგანი და spaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი.

შეგახსენებთ, ხაბიბსა და ტონის 19 აპრილს ნიუ-იორკში უნდა ებრძოლათ, თუმცა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო შეუძლებელი იქნება ნიუ-იორკის რომელიმე არენაზე ღონისძიების გამართვა. ამჟამად უაითი განიხილავს სათადარიგო ვარიანტებს და აცხადებს, რომ მებრძოლები ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან. სავარაუდო ვარიანტებშია: დუბაი და ზაირი, რომელიც თავად ხაბიბმა შესთავაზა. დიდი ალბათობით, ბრძოლა დუბაიში
გაიმართება. 

Sportall.Ge

altნურმაგომედოვი კორონავირუსზე: არაფერი ვიცი, რა ხდება

altნურმაგომედოვი წყობიდან გამოვიდა და მოწინააღმდეგის ქამარს ფეხი ჰკრა [VIDEO]

altწყევლა გრძელდება: ნურმაგომედოვისა და მისი ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგის ბრძოლა მე-5-ედ გადაიდება?!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული