მაკგრეგორი: ხაბიბი ვირთხასავით მოიქცა, მე კი მის მთელ გუნდს ვცემე, ჩეჩნები უკნიდან მეპარებოდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 229-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრძოლა რუსი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შეხვედრამდე ორივე მებრძოლის გუნდები ერთმანეთს სერიოზულად გადაეკიდნენ. ვნებათაღელვა პიკს აღწევდა და პრაქტიკულად, ყველამ იცოდა, რომ ამ მებრძოლების ჩხუბი ასე მარტივად არ დასრულდებოდა. მეოთხე რაუნდში, როცა ხაბიბმა კონორი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, წამოხტა და გალიას გადაახტა, ის კონორის მეგობარს და სპარინგპარტნიორს, დილონ დანისს თავს დაესხა, ცოტა ხანში კი ორივე გუნდი ხელჩართულად ჩხუბობდა. მაკგრეგორმა გაიხსენა ეს ისტორია და კომენტარი გააკეთა:

"აი, რა მოხდა: ბრძოლა დასრულდა და ის (ხაბიბი)
გალიას გადაახტა, ბრბოში შევარდა. მას უნდოდა ხმაური გამოეწვია, მაგრამ როგორც კი გადახტა, დაიმალა. ის, როგორც პატარა ვირთხა, ისეა. სიმართლეს ვიტყვი, მან უბრალოდ ჩაისვარა. ვულოცავ, ბრძოლა მან მოიგო. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მას აუცილებლად გავმართავთ.

როცა დავინახე, რომ ხაბიბი გადახტა და ჩემებს თავს დაესხა, გავიფიქრე: "კარგი, მე ისევ საქმეში ვარ" და მეც გადახტომა დავაპირე, მაგრამ დაცვამ დამიჭირა. გალიაზე გადასვლას, ასევე, ხაბიბის ძმა (აბუბაქარ ნურმაგომედოვი - რედ.) აპირებდა. ის როგორც შევნიშნე, დაუყოვნებლივ შემოვარტყი. დაცვამ მალევე გაგვაშველა. მე მოშორებით ვიდექი. ეს სიტუაცია ჩემთვის უცნობი არ იყო. მე ჩხუბებში ვარ გაზრდილი და ვიცი, სად არის უსაფრთხო ზონა. მოშორებით ვიდექი და ყველაფერს ვხედავდი.

ნახეთ ჩანაწერი. მე არ ვიცოდი, ვინ დაცვის წევრი იყო, ვინ ხაბიბის გუნდის. ამიტომ დავდექი მოშორებით, უსაფრთხო ადგილას, გალიის ღობესთან, რომ ყველაფერი დამენახა. მშვიდობიანად ვიყავი. ამიტომ ხაბიბის ორი გუნდის წევრი გალიას გადმოახტა და პირველი, ჩეჩენი (საუბარია ზუბაირა ტუხუგოვზე - რედ.) უკნიდან მომეპარა. ის ჯერ ხაბიბის ძმასთან მივარდა, მერე მობრუნდა და ჩემკენ გამოიქცა. მე ამას ვხედავდი და მომზადებული დავხვდი. მისი დარტყმა ავიცილე, სამაგიეროდ, საპასუხოდ მასაც შემოვარტყი. ის შეირყა და ამ მომენტში კიდევ ერთი მომეპარა უკნიდან. მან რამდენჯერმე მომარტყა, თუმცა მალევე აღმოვჩნდი უსაფრთო გარემოში და ამ დროს, პირველი ძმა, რომელიც ამ პერიოდში სადღაც იდგა, დაცვას გამოექცა, მომვარდა და ისევ ვუთავაზე დარტყმა. სურათიც არის, მის მარჯვენას ვიცილებ და მარცხენას ვურტყამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღირსეული სპორტსმენი,მეტოქეს შეურაცხყოფას არ მიაყენებს.ესენი კი,ჯერ ბრძოლამდე უყეფენ ერთმანეთს,შემდეგ კი,ბრძოლის შემდეგ.გასაგებია,რომ ეს შოუს ნაწილია,მაგრამ ასეთი შოუ,ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა მოეწონოს,ეს ვერ გამიგია.თუ ეს შოუ არ არის და მართლაც ასეთი კრეტინები არიან(ამას ვერ დავიჯერებ),მაშინ ვის სჭირდება კრეტინების ჩხუბის ყურება?
სოსო
10:21 22-04-2020
0
ზოგადად ხაბიბის ჩხუბის სტილის დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ შენ რაც გიქნა მაგის მერე უბრალოდ ამ თემაზე რომ არ ისაუბრო ბევრად უფრო ღირსეული გამოჩნდები!
Musenbezi
18:14 15-04-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული