კავკასიელების მლანძღველმა აზრი შეიცვალა, ამბობს, კონორი ხაბიბს ვერასდროს დაამარცხებსო

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონაში ოლეგ ტაკტაროვი, რომელიც ბოლო პერიოდში კავკასიელების მიმართ აგრესიულად განეწყო და რამდენიმე სკანდალშიც ამოჰყო თავი, თითქოს დამშვიდდა და UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის შესაძლო რემატჩზე დაღესტნელ მებრძოლს მიანიჭა უპირატესობა.

"კონორი ხაბიბს ვერასდროს დაამარცხებს. ეს მას თავადაც უნდა ესმოდეს. მაკგრეგორი მას ვერასდროს მოუგებს. ხაბიბი ვიღაც სხვამ უნდა დაამარცხოს", - განაცხადა ტაკტაროვმა თავის "ინსტაგრამის" ლაივში.

UFC-ის ხელმძღვანელობას სურს ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის რემატჩის ჩატარება, თუმცა ხაბიბის მენეჯერი და თავად მებრძოლი უარს ამბობენ ირლანდიელთან შეხვედრაზე. მათი მიზანი ტონი
ფერგიუსონი და ჯორჯ სენტ პიერია.

შეგახსენებთ, ტაკტაროვმა "ინსტაგრამის" ერთ-ერთი ლაივის დროს კავკასიელებს მშიშრები უწოდა, რომლებიც მთებში მტრებს მხდალი ხასიათის გამო ემალებოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილი კავკასიელი, სულითაც და ფიზიკურადაც ქართველია!
Zaza
14:45 30-04-2020
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული