მებრძოლები ნგანუს ძალით შეშინებულები არიან [კომენტარები]

AutoSharing Option
UFC 249-ზე ფრენსის ნგანუმ ჟარზინიო როზენსტრაიკი 20 წამში დაანოკაუტა. ამ გამარჯვებამ ბევრი მებრძოლი აღაფრთოვანა, ხოლო ნაწილიც შეაშინა. გთავაზობთ მებრძოლების კომენტარებს:

მაიკლ ბისპინგი: "ღმერთო ჩემო!!! ღმერთო ჩემო!!! ღმერთო ჩემო!!!"

ბენ ასკრენი: "მაიკ ტაისონი აჩხუბეთ ნგანუსთან."

კევინ ლი: "ჯანდაბააა!!! ეს საშინელი ნოკაუტი იყო!"

ჯიმი მანუშა: "დაიძინეთ. ნგანუ საშიში, საშიში ადამიანია!"

ჯონ დოდსონი: "ვაუ! უბრალოდ საშიში ადამიანია, არანორმალური ძალით."

ალექს ჰერნანდესი: "სადმე ჩაკეტეთ ეს ადამიანი."

მაიკლ კიეზა: "წმინდა მარია, ეს ძალიან საშიში ადამიანია."

ტედი ატლასი: "ამიტომ არც კრივში და არც ემემეიში არ შეიძლება
უკან დახევა სწორ ხაზად. ნგანუს არ აქვს ჯო ლუისისნაირი კონდიციები, მაგრამ როგორც დეონტეი უაილდერის შემთხვევაში, თავის მინუსებს ფიზიკური ძალის ხარჯზე აბათილებს."