მაკგრეგორი ტაისონს მიმართავს: სიცოცხლეს ვფიცავ, მე მას გავანადგურებ!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მძიმე წონაში მაიკ ტაისონმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ კრივის სადებიუტო მატჩში ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი კარგად გამოიყურებოდა ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.

ეს განცხადება კონორის ყურადღების მიღმა არ დარჩა და მან მაიკს "თვითერის" საშუალებით მიმართა:

"მადლობა მაიკ. თუ გავითვალისწინებთ ჩემ ამჟამინდელ ცოდნას მეივეზერის სტილის შესახებ, მე ამოვხსნი თავსატეხს და მას დავამარცხებ. სიცოცხლეს ვიფცავ."

ამჟამად ტაისონი რინგზე დასარბუნებლად ემზადება. ონლაინ მედიაში გავრცელებული ჭორების მიხედვით, ის და ევანდერ ჰოლიფილდი მესამე შეხვედრას გამართავენ, თუმცა მხარეებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

კონორ
მაკგრეგორი, კი რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულის დაბრუნებას აპირებს, ხოლო მოგვიანებით ნახევრადსაშუალო დივიზიონის დაპყრობას, კრივში ბედი 2017 წელს მოსინჯა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერი იყო. მაკგრეგორი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Erti zalian saintereso detali iyo mag dapirispirebashi, fsonebi 9 raundamde momxdar shedegze ideboda, brzola ki meate raundshi damtavrda.
Milani
14:56 16-05-2020
0
მაგ ფიციმტკიცსა და დაგინებებს აჯობებს ვარჯიშს მოუმატო და ბარში მოხუცების უღირს გალახვას შეეშვა, იქნებ მოიგო ერთხელ მაინც მაშინ.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული