ერთ წვეთს თუ დავლევ მანქანა წამართვით - რუსი მებრძოლი კადიროვის ნაჩუქარ მანქანას უკან აბრუნებს?

AutoSharing Option
რუსი მებრძოლი ალექსანდრ ემელიანენკო, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში იმყოფება და ვარჯიშობს ცნობილია თავის სკანდალებით.

პერიოდულად მებრძოლი ალკოჰოლს ეტანება და შემდეგ დებოშებს აწყობს. დროდადრო ის ციხეში სასჯელსაც იხდის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის. თუმცა გროზნოში არ აპირებენ მისი ალკოდამოკიდებულების ატანას.

მებრძოლს მოუწია სერიოზულ დათმობაზე წავიდეს და "ახმატის" (დარბაზი სადაც ემელიანენკო ვარჯიშობს) დირექტორს, ჩეჩნეთის ფედერალური სამსახურის ეროვნული გვარდიის მეთაურსა და კადიროვის პირად დაცვას, აბუსაიდ ვიზმურადოვს დაჰპირდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ალკოჰოლის ერთ წვეთს არ დალევს.

"ალექსანდრეს ინიციატივით, ჩვენ დავნაძლევდით: ის მპირდება, რომ ალკოჰოლს
მინიმუმ ერთი წელი არ მიეკარება. თუკი დაარღვევს პირობას, რამზან ახმატოვიჩის (კადიროვი - რედ.) ნაჩუქარ მანაქანას უკან დააბრუნებს. ყველამ ვიცით, რომ ალექსანდრე - ადამიანი სიტყვაა. დარწმუნებული ვარ პირობას ბოლომდე დაიცავს. იმედი მაქვს ემელიანენკო ძველებურ ფომრას დაიბრუნებს. ადრე ჩვენ კლუბში მან ეს უკვე გააკეთა და ასევე, იმედი მაქვს, ის თავის ასპარეზობით გაგვაბედნიერებს." - განაცხადა ვისმურადოვმა თავის "ინსტაგრამზე".

ამჟამად ალექსანდრე მაგომედ ისმაილოვთან ბრძოლისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ დალევს, მანქანას ტოვებს....
თუ არ დალევს?
ეს კი, ჟურნალისტს გამორჩა, თუ არ დალევს, კადიროვის დაცვის უფროსი მარცხენა თვალს ამოითხრის, მარჯვენა გროზნოს ომში დაკარგა.
აბა ჰე! გაუძელ ერთი წელი და.....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
23:33 16-05-2020
3
ბარემ მოიჭერი, შე უბედურო :)))
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული