ცოტახნის წინ დასრულდა UFC on ESPN 8, რომლის ფარგლებში ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ს დებიუტანტ ირვინ რივერას დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ გიგა თავდაპირველად მაიკ დევისს უნდა შეხვედროდა, თუმცა დევისმა მესამედ აარიდა თავი ქართველთან ბრძოლას.
ჭიკაძისა და რივერს ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა, სადაც ყველა რაუნდში უპირატესობა გიგას ჰქონდა. მის ანგარიშზე იყო 1 ნოკდაუნი და 1 თეიქდაუნი. აღსანიშნავია, რომ გიგა საკმაოდ სანახაობრივად და კომბინაციური დარტყმების შესრულებით მუშაობდა. საბოლოოდ 3 რაუნდის შემდეგ ყველა მსაჯმა ერთსულოვნად გამარჯვება ჭიკაძეს მიანიჭა.
რივერას დამარცხებით, გიგამ UFC-ში ზედიზედ მესამედ მოიგო.