3-დან 3 გამარჯვება UFC-ში - გიგა ჭიკაძემ მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა

AutoSharing Option
ცოტახნის წინ დასრულდა UFC on ESPN 8, რომლის ფარგლებში ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ს დებიუტანტ ირვინ რივერას დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ გიგა თავდაპირველად მაიკ დევისს უნდა შეხვედროდა, თუმცა დევისმა მესამედ აარიდა თავი ქართველთან ბრძოლას.

ჭიკაძისა და რივერს ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა, სადაც ყველა რაუნდში უპირატესობა გიგას ჰქონდა. მის ანგარიშზე იყო 1 ნოკდაუნი და 1 თეიქდაუნი. აღსანიშნავია, რომ გიგა საკმაოდ სანახაობრივად და კომბინაციური დარტყმების შესრულებით მუშაობდა. საბოლოოდ 3 რაუნდის შემდეგ ყველა მსაჯმა ერთსულოვნად გამარჯვება ჭიკაძეს მიანიჭა.

რივერას დამარცხებით, გიგამ UFC-ში ზედიზედ მესამედ
მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიგა გილოცავ! ასე გააგრძელე!!!!
გუჯა კახაძე
12:52 17-05-2020
0
უეჭველი გატყიპე ხაბიბა კაცურად
ლეონი
12:49 17-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული