ნურმაგომედოვის მენეჯერი: ხაბიბს კარიერის დასრულება უნდა

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი აბდელ აზლი-აზიზი TMZ-თან საუბარში აცხადებს, რომ მებრძოლი ხშირად ფიქრობს კარიერის დასრულებაზე.

აზიზის სიტყვებიდან გამომდინარე, ყოველი ბრძოლის მერე ნურმაგომედოვი სპორტიდან წასვლის სურვილზე საუბრობს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ურეკავს მენეჯერს და ინტერესდება, როდის და ვისთან ექნება შემდეგი ბრძოლა.

შეგახსენებთ, ხაბიბს UFC 249-ზე ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთიდან აშშ-ში გაფრენა ვერ მოახერხა, რის გამოც მათი ბრძოლა მეხუთედ ჩაიშალა.

ფერგიუსონი კი ჯასტინ გეიჯის შეხვდა და ტექნიკური ნოკაუტით მეხუთე რაუნდში დამარცხდა.