ღამღამობით კედლებს ანგრევდა და იქ ეშმაკს ეძებდა, თავის თავს მეორე ქრისტეს უწოდებდა - ტონიმ შიზოფრენიაც დაამარცხა

AutoSharing Option
ის ფაქტი, რომ ამერიკელი მებრძოლი ტონი ფერგიუსონი საკმაოდ უცნაური და თავისებური ადამიანია, ალბათ, სიახლე არავისთვის არის. მისი ხასიათითა და უნარებით უამრავი სპორტსმენია აღფრთოვანებული. 1 წლის წინ ტონისთან სავარჯიშოდ ნახევრად მსუბუქი წონის მებრძოლი ჯერემი სტივენსი გადაბარგდა, თუმცა მან დიდი ხანი ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა.

ბრძოლისა და ცხოვრების სტილი

Sportall.Ge

"მთელი დღე ვივარჯიშეთ. ეს იყო 5 ან 6 საათი. ძალიან დაღლილები ვიყავით, ფეხზე ძლივს ვიდექი და ერთი სული მქონდა, სახლში წავსულიყავი. ტონი ყველაზე ადრე იყო მოსული და სანამ ჩვენ ვარჯიში დავიწყეთ, ის
უკვე პროცესში იყო. თუმცა ერთ დროს დავასრულეთ, ძლივს ვსუნთქავდით. ტონი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, ვარჯიში სირბილით უნდა დავასრულო და 10-15 მილის დაფარვას ვაპირებ, ვისაც გინდათ, წამომყევითო. მაშინ მივხვდი, რომ ტონი ადამიანი არ იყო."

ფერგიუსონის სისხლში მექსიკურიც უხვად ჩქეფს და ეს არა მხოლოდ ბრძოლის მანერას, არამედ ცხოვრების წესსაც ეხება. 2018 წელს მან ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და წესისამებრ ერთი წლით უნდა გამოთიშვოდა ბრძოლებს, მაგრამ 6 თვეში დაბრუნდა და UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ენტონი პეტისს დაუპირისპირდა. 6 თვეში დაბრუნება გულისხმობს, რომ შეხვედრამდე 3 თვით ადრე მებრძოლი სავარჯიშო ბანაკს გადიოდა, ანუ ტრავმის მიღებიდან 3 თვეში მან სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო. ასეთი ტრავმების შემთხვევაში ფეხბურთელები, როგორც წესი, სულ მცირე, 6 თვის შემდეგ იწყებენ ვარჯიშებს, ზოგჯერ კი წელიწადსაც ანდომებენ. სხვათა შორის, პეტისს ფერგიუსონმა სასტიკად სცემა და ბრძოლის დროს ხელიც კი გაუტეხა.

აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ ფერგიუსონი არა მხოლოდ სცემს მოწინააღმდეგეებს, არამედ ასახიჩრებს. მისი ბრძოლების დაწყების წინ UFC-ის რეჟისორები ძალადობის კონტენტის გაფრთხილებას აკეთებენ. ქვემოთ გთავაზობთ ტონის ბოლო 7 მოწინააღმდეგის სახეს ბრძოლის დასრულების შემდეგ:

Sportall.Ge

შიზოფრენია

ცხოვრების მანძილზე ტონის სხვადასხვა სირთულის დაძლევა განსხვავებულ პირობებში უწევდა. თუმცა მისი ყველაზე რთული მოწინააღმდეგე არც ჯასტინ გეიჯი იყო, რომელმაც ორი კვირის წინ ტონი პირველად 8 წლის განმავლობაში დაამარცხა, არამედ - შიზოფრენია.

2019 წლის მარტში ტონიმ უარი განაცხადა მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლაზე. ფანები შოკში იყვნენ - ტონის უარი არავის ახსოვს. "აშკარად რაღაცაშია საქმე" - ამბობდნენ ისინი. მათი ეჭვები გამართლდა. ტონის მეუღლემ, კრისტინამ მასზე პოლიციაში განცხადება შეავსო, თანაც არა ერთი და არც ორი, არამედ - 5. ტონის ფსიქიკა დაუზიანდა და ის ჭკუიდან იშლებოდა.

აი, რამდენიმე ისტორიაც, რომელსაც კრისტინა მოჰყვა:

"არ ეძინა ღამეები. ამბობდა, რომ მთვარის დაბნელება იქნებოდა, რის შემდეგაც უზარმაზარი წყალდიდობა მოვიდოდა. უნდოდა ოჯახის წევრები სამაშველო ნავით სადღაც წაეყვანა."

"რამდენიმე ღამე არ ეძინა, ანგრევდა სახლის კედლებს და იქ ეშმაკს ეძებდა."

"დენის წყაროდან თიშავდა მაცივარს. ფიქრობდა, რომ იქ სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული. თვალთვალის შიშით შეპყრობილმა გადაჭრა კონდიციონერისა და გათბობის გაყვანილობა, ამსხვრევდა სარკეებს, ართმევდა შვილს საჭმელს იმ მიზეზით, რომ დარწმუნებული იყო საჭმლის განგებ მოწამვლაში."

"ხმამაღლა ემუქრებოდა არარსებულ ადამიანებს, სახლსა და შვილს ნაკურთხ წყალს ასხამდა და ამტკიცებდა, რომ ფეხში ჩიპი ჩაუდგეს."

"საკუთარ თავს მეორე იესო ქრისტეს ეძახდა, ხოლო მე - ბრუშას."

"შვილს საკუთარი სახლიდან იტაცებდა და ნებისმიერ საცხოვრებელ ადგილას, სადაც იმყოფებოდა, გასაღებს ცვლიდა."

ფერგიუსონს უცნაური საქციელები 2019 წლამდეც ახასიათებდა. 2011 წელს ის ავიარეისიდანაც მოხსნეს, რადგან სხვა მგზავრებთან მოულოდნელად აგრესიული დამოკიდებულება გაუჩნდა. ის მიჩიგანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის წამლები დაუნიშნეს.

Sportall.Ge

2017 წელს მან და კრისტინამ იქორწინეს და დღემდე ერთად არიან. მეუღლე მუდამ გვერდში უდგას უცნაურ ტონის. საბედნიეროდ, 2019 წელს მომხდარი ამბების შემდეგ ტონიმ მკურნალობის კურსი გაიარა და სულ რაღაც რამდენიმე თვეში დაამარცხა შიზოფრენია. შემდეგ კი, ვითომც არაფერი, გავიდა ოქტაგონზე და დონალდ სერონეს სასტიკად სცემა.

მთლიანობაში, ტონი ფერგიუსონი კარგი ადამიანი და მეოჯახეა. მისი პერსონა კი განსხვავებული და გამოკვეთილია. ტონის მკვეთრი და რადიკალური წარმოდგენა აქვს ადამიანების პატივისცემაზე: ის ან უბრალოდ პატივს სცემს, ან არ სცემს. თავის უარყოფით დამოკიდებულებას კი არასდროს მალავს და პირდაპირ ამჟღავნებს. მაგალითად, 2017 წელს ის მძიმეწონოსან ფაბრისიო ვერდუმთანაც არ მოერიდა დაპირისპირებას. მიზეზი კი ის იყო, რომ ვერდუმის მენეჯერი აბდელ-აზიზი იყო, რომელიც ტონის სძულს და ნებისმიერ მის კლიენტს ყალბ ადამიანად მიიჩნევს, ისევე, როგორც თავად აზიზს.

Sportall.Ge

დღეს ტონის, პრაქტიკულად, აღარ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. ორი კვირის წინ მან ბრძოლაც ჩაატარა, სადაც მოულოდნელად დამარცხდა. თუმცა მისი მწვრთნელის, ედი ბრავოს განცხადებით, ფერგიუსონი წაგებიდან 2 კვირის შემდეგ უკვე დარბაზში დაბრუნდა და ვარჯიშებს იწყებს.

მომზადებულია Gol-ისა და sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
...იდეაში...
***
19 მაისი 2020 11:23
0
აჰააა, მაშ ჩიპი ჩამიდგესო ?! გასაგებია ყველაფერი )))
გამოდის რომ საქართველოში შიზოფრენია ძალიან ბევრს სჭირს )))))))
თერძი ბესო
18 მაისი 2020 17:07
9
მე ვარ რუსეთში, სანკ პეტერბურგში მცხოვრები ოდალა და არ მომწონხართ. რუსეთი სამოთხეა, მაგრამ აქ არ გინდათ და წერთ ფერგიუსონზე. რუსებზე რატომ არ წერთ? ნაკლები სპორტსმენები არიან? იმედია რომელიმე ქართველს შეხვდება რუსი, რომ გემოზე ვუგულშემატკივრო ნამდვილ რუსულ ძალას და ვნახო როგორ დაამტვრევს ქართველებს ძვლებში...
odala
18 მაისი 2020 16:17
29
შენ გამზრდელი მ...ან,ყველა ვისაც საქართველო არ უყვარს და ქართველების ძვლებში დამტვრევას ნატრობს იმის ჯიშ-ჯილაგი მ....ან
Odalas
19 მაისი 2020 10:53
0
ოდალა და შენც რო მიხვიდე შიზოფრენიაზე შესამოწმებლად.... რა იცი რა ხდება????
genius1113
19 მაისი 2020 10:51
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული