ქართველი MMA-მებრძოლ გიგა ჭიკაძის ყოფილმა მეტოქე ირვინ რივერამ milenio-სთან საუბარში კომენტარი ჭიკაძესთან გამართულ დაპირისპირებაზე გააკეთა.
"სიმართლე ის გახლავთ, რომ ტაკოსს მივირთმევდი, როცა ჩემმა მენეჯერმა დამირეკა. მეგობარს ვთხოვე, მოეკითხა და შემდეგ წონის დასაგდებად წავედი. 4-საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ კი პირდაპირ სამედიცინო ცენტრში მივედი.
მოწინააღმდეგე კი ჩემზე თითქმის 20 სანტიმეტრით მაღალი იყო. ის ბრწყინვალედ იყენებს თავის სიმაღლეს. მთელი გულით ვცდილობდი მიწვდომას, რადგან ჩემი ძალა მუშტებშია. "თეიქდაუნის" გაკეთება თითქმის გამორიცხული იყო. ამიტომ მუშტებით უნდა მეჩხუბა. ვიცოდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა და თან მოსამზადებლად რამდენიმე საათი მქონდა.
სასტუმროში მისვლამდე წონის დაგდებაზე ვვარჯიშობდი, შემდეგ კი მენეჯერმა მითხრა, თუ ვინ იქნებოდა ჩემი მეტოქე. ცხადი იყო, ვინც უნდა დამდგარიყო ჩემ წინააღმდეგ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იქნებოდა. ეს ისეთი შანსი იყო, რაზეც უარს ვერ ვიტყოდი, ნებისმიერთან უნდა მეჩხუბა", - თქვა რივერამ.
ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის ფარგლებში მესამე შეხვედრა სწორედ მექსიკელ ირვინ რივერასთან გამართა და მეტოქე 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.