"შაოლინის ბერმა" თავი ნამდვილ სპორტში სცადა და პლანეტის საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა

AutoSharing Option
90-იან წლებში, როცა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ჩემპიონატების ჩატარება დაიწყო და შესაძლებელი გახდა სხვადასხვა დისციპლინების მცოდნეები ერთმანეთს შეჯიბრებოდენ. გამონაკლისი არც აღმოსავლელი ოსტატები იყვნენ, თუმცა, როგორც წესი, მათი საბრძოლო სტილი არ იყო ადაპტირებული თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებებისთვის და ხშირად მათი გამოსვლა კრახით სრულდებოდა.

აღსანიშნავია, რომ აღსმოსავლეთში წასაქეზებლად ხშირად კითხულობდნენ: "საინტერესოა, შაოლინის ბერი მოერევა, თუ მოკრივე?" შესაძლოა, ამ გამოწვევით შეპყრობილი გახდა პოპულარული ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი - ი ლონგი.

Sportall.Ge

ამ მებრძოლზე ინტერნეტში ინფორმაცია ძალიან ცოტაა. ი ლონგი ჩინეთის პროვინციაში შან-დუნში 1987 წელს დაიბადა. რინგზე
საშუალო წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მისი სიმაღლე 176 სმ-ია, წონა - 73 კგ. საკუთარ თავს ი ლონგი შაოლინის ბერად წარმოადგენს.

Sportall.Ge

თუმცა ზუსტად არის ცნობილი, რომ ი ლონგი არ არის შაოლინის ბერი და შაოლინის მონასტრის ღირსებას ნებაყოფლობით იცავს. მეორეს მხრივ უცნაურია ვინ ასწავლა მას ბერების ორთაბრძოლის სტილი - შაოლინ - სუანი. მის მასწავლებელზე ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. თანაც იმ სტილი საკმაოდ წარმატებულად აითვისა, დაიხვეწა და მას რინგზე ცნობილი მებრძოლების წინააღმდეგ იყენებს.

ლონგმა იმდენად ეფექტურად მოახდნა შაოლი - სუანის ადაპტირება K-1-ში (კიკბოქსის ყველაზე დიდი ორგანიზაცია), რომ გულშემატკივრის დიდ ნაწილს დღემდე ჰგონია, რომ ის შაოლინის ბერია.

კარიერის განმავლობაში მან 74 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 61-ში მოიგო.

Sportall.Ge

ი ლონგმა არაერთი სერიოზული და უხერხული მებრძოლი დაამარცხა, მათ შორის იყო ჰონგ მან ჩოი, რომელიც სიმაღლეში 2.18 სმი-ია, ხოლო წონით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ლონგი. 2015 წელს ის მუაი-ტაის ლეგენდარულ და ყველადროის საუკეთესო მებრძოლს ბუაკაუს დაუპირისპირდა და 3 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, ხოლო 2016 წელს მათი რემატჩი შედგა, სადაც ამჯერად უკვე "შაოლინის ბერმა" გაიმარჯვა. იხილეთ მათი ბრძოლა.




მკითხველის კომენტარები / 2 /
რომ წერ იხილეთ ბრძოლაო სად ვიხილოთ რაც არაფერი დაგიდია.სხვათაშორის ეს პირველად არ ხდება
avtor-s
23 მაისი 2020 21:16
1
იხილეთო. მოძებნეთ და ნახეთო, განა აჰა ვიდეო და უყურეთო!!!, ვაააა, ამ ხალხს ყველაფერი მზამზარეული უნდა, მოძებნაც ეზარებათ ტოოო...
ჩაწერე იუტუბზე „„ჩიმ კენ შინის ბრძოლა ხაო ტი შკანისთან„„ და მათ შეჯიბრის ვიდეოს ამოაგდებს...თუ არადა გადაახვიე და ღამის შოუ მაინც ნახე, სულ არაფერს ჯობია რა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
24 მაისი 2020 03:57
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული