მაკგრეგორმა თავი "თითქმის ყველა დროის საუკეთესოდ" გამოაცხადა, ნურმაგომედოვმა კი დასცინა

AutoSharing Option
ირლანდიელი ექსჩემპიონი 2 წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელებში გულშემატკივართან ურთიერთობდა, როცა საუბარი შერეული ორთაბრძოლების საუკეთესო მებრძოლზე ჩამოვარდა. კონორმა საუკეთესოდ ანდერსონ სილვა დაასახელა, ხოლო საკუთარი თავი მეორე ადგილზე დააყენა და განაცხადა, რომ მალე პირველი გახდებოდა.

"ჯონ ჯონსი მეოთხე იქნება, შეიძლება მესამეც. ჯერ ისევ აქტიურია. მან უნდა მოიშოროს მოწინააღმდეგის მუხლებში დარტყმები, უნდა ისწავლოს კრივი, შიშის გარეშე ავიდეს მძიმე წონით კატეგორიაში და იქ სტილით მოიგოს.

მას ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვადამდელი გამარჯვებები აქვს. ამიტომ ანდერსონ სილვა საუკეთესოა. მე სამ წონით კატეგორიაში მაქვს
იგივე გაკეთებული და ორ მათგანში ჩემპიონიც ვარ. კარიერის ბოლოს გარანტირებული მაქვს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის წოდება." - განაცხადა კონორმა.

მოგვიანებით ირლანდიელის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კომენტარის გარეშე არ გაატარა:

"შენ დანებდი ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში, დანებდი მსუბუქში და ნახევრად საშუალოში. არასდროს დაგიცავს ტიტული არც UFC-ში და არც Cage Warriors-ში. შენ იმაზე მეტჯერ დანებდი, ვიდრე სენტ-პიერი, ანდერსონ სილვა და ჯონ ჯონსი ერთად აღებული. UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ხარ, ოღონდ "თვითერში". - უპასუხა ნურმაგომედოვმა.