ბრაზილიურმა გამომცემლობამ, Combate-მ გაამხილა, სად იქნება UFC-ის "მებრძოლთა კუნძული", სადაც დროებით ჩატარდება ყველა შოუ.
წყაროს ცნობით, ე.წ. კუნძული მდებარეობს არა წყნარ ოკეანეში, როგორც ყველას ეგონა, არამედ აბუ-დაბიში. აღსანიშნავია, რომ UFC-მ უკვე გადაიხადა იჯარის ფული და ახლა პირველი ტურნირის ჩატარებისთვის ემზადებიან.
ასევე, აბუ-დაბიში საერთაშორისო ფრენების შეზღუდვა გაუქმებულია და ჩასულ ტურისტს კორონავირუსზე ტესტს ჩაფრენისთანავე უტარებენ. შესაბამისად, მათ არ უწევთ ორკვირიან თვითიზოლაციაში ყოფნა.