გამხდარი ბიჭი მარიხუანის გიჟი მომხმარებელია, თამაშობს თამაშებს და ანადგურებს UFC-ის მებრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შონ ო'მელი UFC-ში სწრაფად გახდა პოპულარული. ერთი შეხედვით, ის მაღალი, გამხდარი ბიჭია, თუმცა ხელებში ნამდვილი დინამიტები აქვს. გასულ კვირას მან ედი ვაინლენდი არანორმალური ნოკაუტით დაამარცხა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ო'მელიზე, რომლებიც პერსპექტიული მებრძოლის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

1. დაანება სკოლას თავი მე-2 კლასში
შონი ბავშვობიდანვე მოზღვავებული ენერგიით გამოირჩეოდა და სკოლაში ნახევარი დღით ყოფნა უაზრო დროის ხარჯვად მიაჩნდა. 15 წლის ასაკში, როცა ოჯახთან ერთად იუტაში ისვენებდა, მეგობარმა მას დაურეკა და კიკბოქსინგის სექციაზე შესვლა შესთავაზა. სწორედ აქედან დაიწყო ბიჭისა და საბრძოლო ხელოვნებების გადაკვეთა. ო'მელის
მშობლებს სურდათ, რომ მათ შვილს ატესტატი ჰქონოდა. ამიტომ სხვა სასწავლო დაწესებულებაში გაგზავნეს, საიდანაც ჩხუბის გამო გამოაგდეს. საბოლოოდ, მან მაინც მოახერხა ატესტატის აღება.

2. ზრუნავს შშმ პირებზე
როცა შონმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, ვარჯიშთან ერთად საარსებო წყარო სჭირდებოდა. ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც შშმ პირები ცხოვრობდნენ, იყო ვაკანსია მომვლელზე. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდისთვის მსგავსი სამსახური არ არის პოპულარული, შონს პირიქით, ძალიან მოეწონა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მათი მოვლა. მან ამ დაწესებულებაში 2 წელი იმუშავა და მხოლოდ მას შემდეგ წამოვიდა, რა პროფესიონალი მებრძოლი გახდა და დროის უმეტესობის გატარება დარბაზში მოუწია.

3. იყო ვეგანი, შემდეგ ვეგეტარიანელი, მერე კი ხორცის ჭამაც დაიწყო
მეგობარმა გოგომ შონს ვეგეტარიანელობა შესთავაზა. თავდაპირველად ბიჭს იდეა არ მოეწონა, თუმცა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. საქმე იმაშია, რომ პატარაობიდანვე მას წელის ტკივილები აწუხებდა, მაგრამ როგორც კი ვეგეტარიანულ კვებაზე გადავიდა, ტკივილიც გაქრა. ნახევარი წელი ვეგანი იყო, შემდეგ კი მიხვდა, რომ ხორცი აშკარად აკლდა მის კვების რეჟიმს და ძველებურ კვებაზე გადავიდა.

4. მარიხუანისადმი დიდი სიყვარული
ის, რომ ო'მელი კანაბიოდების დიდი ფანია, საიდუმლო არავისთვის არის. მებრძოლი ეწევა ვარჯიშის დროს, თამაშის დროს, დასვენების დროს და მოკლედ რომ ვთქვათ, სადაც შეუძლია, დროს არსად კარგავს. ბოლოს კი მარიხუანის საკუთარი ჯიშიც გამოიყვანა.

5. ო'მელი თამაშებს სტრიმავს და უამრავი ბავშვი ფანი ჰყავს
შონი twitch-ზე სტრიმერია. ძირითადად, ყველასათვის ცნობილ Fortnite-ს თამაშობს. მებრძოლის თქმით, ერთ დროს Twitch-დან მშვენიერი შემოსავლის წყარო ჰქონდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ძაან მაგარი მებრძოლი და ადამიანიც!!
ბაჩო
14:23 08-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული