უზბეკი ბიჭი ამერიკაში წავიდა, ტაქსის მძღოლად მუშაობდა და UFC-ში მოხვედრაზე ოცნებობდა; ოცნება აუხდა, მაგრამ 32 წამში დაანოკაუტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზარუხ ადაშევის ისტორია - ადამიანის კლასიკური ისტორიაა, რომელიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად ამერიკაში გადაბარგდა.

2012 წელს ის უზბეკეთიდან აშშ-ში ჩაფრინდა, თან 2000 დოლარი ჰქონდა და ოკეანის მიღმა არანაირი კავშირი არ გააჩნდა. სპორტული ბექგრაუნდის წყალობით, მან აშშ-ში კიკბოქსინგის ათვისება დაიწყო და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა.

თუმცა თავის სარჩენი ფული მაინც არ იყო საკმარისი. ზარუხმა დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიება დაიწყო, ჯერ მტვირთავად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ტაქსის მძღოლი იყო.

სწორედ ამ პერიოდში მან საინტერესო ისტორიების შეგროვება დაიწყო.

"ერთხელ იმ რაიონში აღმოვჩნდი, რომელიც არ არის
უსაფრთხო. რამდენიმე კოლეგამ მითხრა, თუკი იქ მომიწევდა მგზავრის ძებნა, "უბერი" გამომერთო და გავსულიყავი უსაფრთხო ტერიტორიაზე. ვიღაც ბიჭმა გაყვანა მთხოვა. ვიფიქრე, ფულია მაინც-მეთქი. თურმე მარტო არ იყო, ჩასხდნენ მანქანაში და ისეთები იყვნენ, ემჩნეოდათ, რომ ქუჩასთან მტკიცე კავშირი ჰქონდათ. მანქანაში არის მოწყობილობა Meter, რომელიც დისტანციას ზომავს და ფულს ითვლის. ბიჭებმა მითხრეს, ეს გამომერთო, რადგან უფასოდ აპირებდნენ მგზავრობას და დამუქრება დაიწყეს. მე უარი ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი. მებრძოლი ვარ, მაგრამ შიშის განცდა ასეთ სიტუაციებში ბუნებრივია. დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ მერე დამიძახეს და მითხრეს, რომ გადაიხდიდნენ. მანქანაში ჩემი სურათები მაქვს გამოკრული და ზოგჯერ ხალხს მე თვითონ ვავარჯიშებ. შესაბამისად, ეს კარგი გზაა კლიენტების საძიებლად. მითხრეს, თუ ვერკვეოდი UFC-ში და ჯონ ჯონსს თუ ვიცნობდი. ჯონსი კი ჩემი საყვარელი მებრძოლია. დიდხანს ვისაუბრეთ მასზე. მივიყვანე ადგილზე და 20 დოლარით მეტი გადამიხადეს", - მოუყვა ადაშევმა Sport-expres-ს.

2018 წელს შედგა მისი დებიუტი შერეულ ორთაბრძოლებში. მიუხედავად იმისა, რომ Bellator-ში იბრძოდა, მაინც UFC-ზე ოცნებობდა. რამდენიმე დღის წინ კი ოცნება აუხდა. ტაისონ ნემმა მოწინააღმდეგე დაკარგა, ბრძოლა კი ადაშევს შესთავაზეს. ის დათანხმდა და 32 წამში მძიმედ დანოკაუტდა. თუმცა მას ახლა UFC-სთან კონტრაქტი აქვს და სრულფასოვანი მომზადების შემდეგ თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული