გუშინ აბუბაქარ ნურმაგომედოვმა, რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია, კონორ მაკგრეგორს დასცინა. მან "ინსტაგრამზე" დადო ფოტო, სადაც ხაბიბს კონორი წაქცეული ჰყავს, ხოლო კონორი მძიმედ სუნთქავს და დააწერა: "როცა კორონავირუსი გაქვს და ვერ სუნთქავ". ირლანდიელს ყურადღების მიღმა ეს პოსტი არ დარჩა და მან პასუხი დაუბრუნა.
"მე მივხვდი, რომ მთელი ეს სიტუაცია აბდულმანაპის ირგვლივ მათ შესაფარად იყო. მათ ისარგებლეს ამ სიტუაციით და თავიანთი დაბალი აქტიურობა და ბრძოლიდან თავის არიდება გამოიყენეს. წარმატებები, მაგრამ გახსოვდეთ - ალაჰი ყველაფერს ხედავს!" - თქვა მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, ნურმაგომედოვის მამა ამჟამადაც საავადმყოფოში იმყოფება.