UFC-ის ექსცენტრიული მებრძოლი მაიკ პერი აგრძელებს გულშემატკივრის გაოცებას. ხვალ, 28 ივნისს ის მიკი გალს დაუპირისპირდება, ხოლო მის კუთხეში მწვრთნელების ნაცვლად ერთადერთი ადამიანი, მისი შეყვარებული იქნება, რომელსაც შერეულ ორთაბრძოლებში არანაირი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, პერის თქმით ის მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობდა.
"ადრე UFC-ის დარბაზში მწვრთნელი ვიყავი, კარდიო-კიკბოქსინგს ვასწავლიდი. შემდეგ როცა გადავედი სრულფასოვან მებრძლის კარიერაზე, ჩემი ცოდნა ახალმა მწვრთნელებმა დამავიწყებინეს. თითქოს მე არ ვიცოდე რა უნდა გავაკეთო და რა - არა. მე აღარ ვუსმენდი ჩემ თავს.
ახლა ამ ბრძოლისთვის მარტო, დამოუკიდებლად ვემზადებოდი. ჩემ კუთხეში ის ერთადერთი ადამიანი იქნება, ვინც ჩემთვის განურჩეველი არ არის. მინდა ის ჩემ კუთხეში იდგეს, შესვენებებზე მკოცნიდეს და საქმის გაკეთბას მახსენებდეს." - განაცხადა პერიმ MMA Fighting-თან საუბარში.
მაიკ პერი და მიკი გალი ტურნირის მნიშვნელობით მეორე ბრძოლაში იბრძოლებენ, ხოლო მთავარი მატჩი დასტინ პორიესა და დენ ჰუკერის მონაწილეობით ჩატარდება.