მაკგრეგორი, ფერგიუსონი და სხვა მებრძოლები აბდულმანაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან

AutoSharing Option
გუშინ, 3 ივლისს გარდაიცვალა ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და ლეგენდარული მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი. აბდულმანაპმა არაერთი ჩემპიონი სხვადასხვა საბრძოლო სპორტში გამოზარდა. ის ფართოდ დაფასებული პიროვნება იყო და შერეუილი ორთაბრძოლების სამყაროს მრავალი წარმომადგენელი იზიარებს ხაბიბის ტრაგედიას.

კონორ მაკგრეგორი:
"ეს არის მამის, მწვრთნელის და სპორტის ერთგული მხარდამჭერი ადამიანის დაკარგვა. მიიღეთ ჩემი სამძიმარი. მშვიდად განისვენე აბდულმანაპ ნურმაგომედოვ."

ტონი ფერგიუსონი:
"გულწრფელად ვიზიარებ, ვუსამძიმრებ შენ და შენ ოჯახს, ხაბიბ. გამაგრდი, მეგობარო.პატივისცემა აბდულმანაპის მიმართ. ის იქნება პირველ რიგებში, თუ ჩვენ ოდესმე შევხვდებით."

ჯასტინ გეიჯი:
"გული მწყდება ლეგენდა აბდულმანაპის გარდაცვალებაზე. ძალიან მწყინს,
ხაბიბ. შენი მამა იმ ქვეყნად დიდი და ამაყი გულით წავიდა. მან იცის რომ მის მემკვიდრეობაზე შენ იზრუნებ."

დანიელ კორმიე:
"ხაბიბ, ძმაო, ვლოცულობ შენი ოჯახისთვის. მამაშენმა დაუჯერებელი მემკვიდრეობა დატოვა. ყოველ ჯერზე როცა ერთად აღვმოჩნდებოდით ხოლმე, ვხედავდი შენით როგორ ამაყობდა. ის გზრდიდა, რომ შენ გამხდარიყავი მებრძოლი და შენ გახდი კიდეც. მშვიდად განისვენე, აბდულმანაპ. ერთხელაც ჩვენ ისევ შევხვდებით."

ფრენკი ედგარი:
"დღეს საბრძოლო სამყარომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სახით ხატი დაკარგა. ჩემთან საუბარში ყოველთვის კეთილი იყო და ამას არასდროს დავივიწყებ. მახსოვს, როცა რუსეთს ვეწვიე, რამდენად აღფრთოვანდებოდნენ ხალხი, როცა ის გამოჩნდებოდა ხოლმე."

ჯორჯ სენტ-პიერი:
"ჩემი ყველაზ გულწრფელი სამძიმარი შენ და შენ ოჯახს, ხაბიბ."