ფაქტობრივად, დუმის დეპუტატმა კავკასიელები არაცივილიზებულებად გამოაცხადა

AutoSharing Option
ფიგურულ სრიალში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ირინა როდნინამ UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა.

"მე სპორტის კლასიკური სახეობის წარმომადგენელი ვარ, მაპატიეთ, მაგრამ ჩხუბები ჩემი არ არის. თუმცა, ეს არ ცვლის ქვეყნიდან ღირსეული ადამიანის წასვლის ფაქტს, მე მისი მიღწევების შესახებ მსმენია.

ორთაბრძოლები - ეს კავკასიის კულტურული და სულიერი კოდის ნაწილია, ასევე აზიური ქვეყენებისა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ, თუ რა არის კარგი და ცუდი, მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რა მოგვწონს და რა არა.

აბულმანაპმა ცხოვრება
ღირსეულად განვლო, კარგი შვილი აღზარდა და ბევრისთვის იყო მაგალითი. მისი ადრეულ ასაკში გარდაცვალების გამო ვწუხვარ.

მიმაჩნია, რომ მისი სიკვდილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაკვეთილი იქნება. თუ გვეუბნებიან, რომ ვატაროთ ნიღბები, ხელთათმანები, გამოვიყენოთ სადეზინფექიო საშუალებები და ვისხდეთ სახლში, ცივილიზებული ადამიანი ამ მითითებს უნდა ასრულებდეს,"- განაცხადა როდნინამ.

70 წლის რუსი ქალბატონის სიტყვებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ კავკასიელები მებრძოლი, ღირსეული ხალხია, მაგრამ ცივილურობა აკლიათო...

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
კვეკანა რომელიც ივანიჰვილ უციგნურს ტავზე დაისვამს ის კვეკანა არაა ლილიპუტს კაცის გარდა კველაპერს რო გავს
siropias gogo
16:20 06-07-2020
5
ვა ეს მზია არაა? ზეზვა სად არის?
გაიტანეთ გრენლანდია
12:12 06-07-2020
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული