ფაქტობრივად, დუმის დეპუტატმა კავკასიელები არაცივილიზებულებად გამოაცხადა

AutoSharing Option
ფიგურულ სრიალში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ირინა როდნინამ UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა.

"მე სპორტის კლასიკური სახეობის წარმომადგენელი ვარ, მაპატიეთ, მაგრამ ჩხუბები ჩემი არ არის. თუმცა, ეს არ ცვლის ქვეყნიდან ღირსეული ადამიანის წასვლის ფაქტს, მე მისი მიღწევების შესახებ მსმენია.

ორთაბრძოლები - ეს კავკასიის კულტურული და სულიერი კოდის ნაწილია, ასევე აზიური ქვეყენებისა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ, თუ რა არის კარგი და ცუდი, მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რა მოგვწონს და რა არა.

აბულმანაპმა ცხოვრება
ღირსეულად განვლო, კარგი შვილი აღზარდა და ბევრისთვის იყო მაგალითი. მისი ადრეულ ასაკში გარდაცვალების გამო ვწუხვარ.

მიმაჩნია, რომ მისი სიკვდილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაკვეთილი იქნება. თუ გვეუბნებიან, რომ ვატაროთ ნიღბები, ხელთათმანები, გამოვიყენოთ სადეზინფექიო საშუალებები და ვისხდეთ სახლში, ცივილიზებული ადამიანი ამ მითითებს უნდა ასრულებდეს,"- განაცხადა როდნინამ.

70 წლის რუსი ქალბატონის სიტყვებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ კავკასიელები მებრძოლი, ღირსეული ხალხია, მაგრამ ცივილურობა აკლიათო...

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
არაფერი შეურაცხმყოფელი არ უთქვამს, მაგრამ რომც ეთქვა კავკასიელები ველურები ხართო ეგეც მართალი იქნებოდა.

ისე, სად ნახულობთ ამდენ არაფრისმთქმელ და უაზრო ამბავს. ვერ მოეშვით რუსული მდარე საიტებიდან გადმოწერას?
გენა
05 ივლისი 2020 18:37
6
როგორ ყველაფერში რაღაც ცუდი უნდა მოძებნოთ.რა თქვა ეხლა ისეთი ამან,რო შეურაცხმყოფელი ყოფილიყოს კავკასიელისთვის.კარგ მთქმელს,კარგი გამგონი უნდა....რაც ეს ვირუსი გაჩნდა,მთელი მსოფლიო ამას გაიძახის.......
კახა ქ.
05 ივლისი 2020 17:32
3
სტატიის ავტორმა რისი დანახვაც უნდოდა,ის დაინახა ირინა როდნინას სიტყვებში.თუ ყურადღებით წაიკითხავთ,მის სიტყვებს,აღმოჩნდება,რომ იქ გადაკვრითაც არაფერია ნაგულისხმები,კავკასიელების არაცივილიზებულობაზე.ის ზოგადად ლაპარაკობს,თავისი თავის და ნებისმიერი ადამიანის ჩათვლით,რომ ყველამ უნდა შეასრულოს უსაფრთხოების მოთხოვნები.
სოსო
05 ივლისი 2020 16:13
2
არ დამიბლოკოთ: გულწრფელად მაინტერესებს, ეს საიტი ვინმე ნაციონალების წევრს ხომ არ ეკუთვნის? ზუსტად ის ხაზი ტარდება რასაც ნაცები აკეთებენ მთავარ არხზე. ყველა ნათქვამში ცდილობთ წამოიწიოს რაღაც პროვოკაციული. საერთოდ არ უხსენებია ცივილურონა კავკასიელონასთან დაკავშირებით. კავკასიელობა საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებით ახსენა. რუსეთი მტერია და არც მე მიყვარს მაგრამ ასე თითიდან გამოწოვილო პროვოკაციების აქ წერა რატომ გინდებათ?
ნაცების პოლოტიკა
05 ივლისი 2020 18:23
16
დააკვირდით ქალბატონის სურათს,როგორ ემსგავსებიან ჩვენი ჩრდილოელი მეგობრები მონღოლებს,ან სულაც ნეანდერტალელებს,ასე,რომ მათ მიერ ვინმეს შეფასება მეტად საეჭვოა,საკუთარი წარმოშობიდან გამომდინარე.
ტოტო
05 ივლისი 2020 14:44
14
ნუ ამ ქალს რომ ცოდნა და განათლენა აკლია სახეზეც ეტყობა. რა აზია, რის აზია... სპორტული ორთაბრძოლები, კაცური და ღირსეული, კრივით დაწყებული სწორედ ევროპის მოგონონილია, მაგის სამშობლის ნაციონალური სპორტი კი ზურგიდან მიპარვა და ათი ერთზე წასვლაა.
ან
05 ივლისი 2020 14:36
17
ჯერ ერთი, ციცილური კი არა, ცივილიზებური. ცივილური სამოქალაქოს ნიშნავს და გოიმი ნაცების დროს დაამკვიდრეს გოიმმა ჟურნალისტებმა გოიმურ ტელევიზიებში
zuka
05 ივლისი 2020 21:36
14
თუ გვასწავლი, სწორად მაინც გვასწავლე _ "ცივილიზებური" საიდან მოიტანე? გეტყობა ცივილიზებული კაცი ხარ.
ტვინი
06 ივლისი 2020 02:45
2
მართალი უთქვამს! ღმერთმა გაახაროს ამ სიმართლისთვის. მიყვარს პირდაპირი და სამართლიანი ხალხი!
ზურა
05 ივლისი 2020 16:47
12
ჩხვენ გვაკლია ცივილურობა და რუსებს არა?სამუდამოდ დაისვეს პუტინი თავზე,ჩვენთან არჩევნები მაინც ტარდება როგორც არის.
ზას.
05 ივლისი 2020 15:07
7
ქვეყანას უწიგნური,უინტელექტო ფეოდალი მართავს და ამას ცივილიზაციას ეძახით?
ვა რა დონეა
05 ივლისი 2020 21:07
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული