UFC-ის ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი იხსენებს თავის 2013 წლის განცხადებებს და მათ ახლა ოცნებებს უწოდებს.
"მე უბრალოდ მინდა ორი ოქროს ქამარი, შავი ქამარი ჯიუ-ჯითსუში, ადგილი დიდების დარბაზში და 25 მილიონი ბანკში. ბევრს არ ვითხოვ, ხომ? მომეცით დრო." კონორმა ეს "თვითერზე" 2013 წელს დაწერა, როცა UFC-ის მეორე ბრძოლაში მაქს ჰოლოვეი დაამარცხა.
გუშინ, 8 ივლისს კი, მაკგრეგორმა გაიხსენა 7 წლის წინანდელი პოსტი: "ჩემი მიზნები და ოცნებები 2013 წელს. რაღაც მიზნებთან უფრო ახლოს ვარ, რაღაცებს გადავაჭარბე კიდეც. მაგრამ რასთანაც ახლოს ვარ, ხელებს არ ვუშვებ და ვაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით." - წერს კონორი.
ამჟამად ირლანდიელ ვარსკვლავს კარიერა დასრულებული აქვს.
მაკგრეგორი, ფერგიუსონი და სხვა მებრძოლები აბდულმანაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან
"მზად ვარ კიდევ ერთხელ დაგსაჯო" - მეივეზერი მაკგრეგორს იწვევს