25 მილიონი დოლარი ანგარიშზე - მაკგრეგორმა გაიხსენა, რაზე ოცნებობდა 2013 წელს

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი იხსენებს თავის 2013 წლის განცხადებებს და მათ ახლა ოცნებებს უწოდებს.

"მე უბრალოდ მინდა ორი ოქროს ქამარი, შავი ქამარი ჯიუ-ჯითსუში, ადგილი დიდების დარბაზში და 25 მილიონი ბანკში. ბევრს არ ვითხოვ, ხომ? მომეცით დრო." კონორმა ეს "თვითერზე" 2013 წელს დაწერა, როცა UFC-ის მეორე ბრძოლაში მაქს ჰოლოვეი დაამარცხა.

გუშინ, 8 ივლისს კი, მაკგრეგორმა გაიხსენა 7 წლის წინანდელი პოსტი: "ჩემი მიზნები და ოცნებები 2013 წელს. რაღაც მიზნებთან უფრო ახლოს ვარ, რაღაცებს გადავაჭარბე კიდეც. მაგრამ რასთანაც ახლოს ვარ, ხელებს არ ვუშვებ
და ვაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით." - წერს კონორი.

ამჟამად ირლანდიელ ვარსკვლავს კარიერა დასრულებული აქვს.