რომან დოლიძე: საქართველოსა და დაღესტანს ერთი მთა ჰყოფს, ერთი რეგიონიდან ვართ, მაგრამ ის უპატივცემლოდ მომექცა

AutoSharing Option
გუშინ, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო მატჩში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ბრძოლამდე საინტერესო იყო პარასკევს გამართული პრეს-კონფერენცია, სადაც ხადისმა რომანზე გაიწია და UFC-ის პრეზიდენტს დეინა უაითს მოუწია მისი შეჩერება. შეხვედრის შემდეგ, რომანმა ამ ეპიზოდზე ისაუბრა.

"UFC-ში ბევრი ადამიანი ქათამივით იქცევა. რაც ხადისმა გააკეთა უპატივცემლობა იყო. მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც დაღესტანთან ახლოს არის. ხადისი დაღესტნელია. ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, უბრალოდ უნდა გამოვდიოდეთ და საქმეს ვაკეთებდეთ.

გაკვირვებული ვიყავი, როცა ასე მოიქცა. ორივე ერთი რეგიონიდან ვ
ართ, ერთი მთა გვაშორებს. არ მომწონს ასე, როცა იქცევიან, თუმცა მსგავსი საქციელები დამატებით მოტივაციას მაძლევს.

მზად ვარ ხვალეც ვიბრძოლო, მოუთმენლად ველოდები ახალ მოწინააღმდეგეს და თარიღს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ქათამი იყო არასწორი, დანარჩენი შოუს ნაწილია... ესეც აცანცარდა პრესკონფერენციაზე
მ.მ
21 ივლისი 2020 23:58
8
თვითონ რომანიც ამბობს,რომ მეტოქეს მანამდეც შევხვდი და თბილად ვისაუბრეთო.აწონვის ინციდენტი,ეტყობა მაინც შოუს ნაწილია და მისმა გუნდმა დაავალა,ამის გაკეთება.ასეთი რამეები საკმაოდ ხშირია,სპორტის ამ სახეობაში.ადმინ,თქვენც ხომ იცით,რომ იბრაგიმოვი,რუსი არ არის და რატომ უსვამთ ხაზს,მის რუსობას?ფუი ეშმაკს და რომანი რომ დამარცხებულიყო,მაშინაც რუსს დაუწერდით ეროვნებაში?
სოსო
21 ივლისი 2020 11:46
1
ხო არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზირება ამ ამბავს, ეს იუევსია და აქ მოსულა ეგეთები სადაც მიდიხარ იქური ქუდი უნდა დაიხურო, და კიდევ ამ ამბის პოლიტიკურ ამბავად გადაქცევა პროსტა უზრდელობაა, და სისულელე
fani
20 ივლისი 2020 16:00
14
არ სჭირდება ამ ამბავს პოლიტიზება. მაკგრეგორი რატომ დგამდა ამ სცენებს თქვენი აზრით? რეიტინგი და ფული მაგას მოაქვს, ეგ კიდევ ბიზნესია. ან იმაზე უნდა იწუწუნოს, 3 თვე ვემზადებოდი და მარტო 30 000 მომცესო, ან კიდევ აიტანოს, ვიღაცა რომ დაეჯღანება. შოუა ეგ, მეტი არაფერი.
Lasha
20 ივლისი 2020 14:45
15
ჩვენ დიდი ხანია უკვე გვებლატავებიან, ეს რუსეთის და თურქეთის ხელით წაქეზებული რეგიონები! ქვეყნებსაც კი ვერ დავარქმევ მაგათ!! ადრე თუ გვიან გამოჩნდება ვიღაც ნორმალური მთავრობაში და დააალაგებს ამ ჩამყაყებულ მდგომარეობას საქართველოში, ( საუკუნეში ყოველთვის გვყავდა ერთი ან ორი სულიერად ძლიერი ადამიანი, და მგონია რო გამოჩნდება მაინც ვინმე, გაფმოგვხედავს ღმერთი) აი მერე ისევ რიდი და პატივისცემა მოუნდებათ ჩვენს მიმართ!!! ეს ეხლა ვართ წაქცეულები და წაქცეულზე დიდგულობენ ყოყლოჩინობენ, აზერებიც, სომხებიც, ჩეჩნებიც , აფსუები, ოსები.. როგორც კი წამოდგება საქართველო ფეხზე, ესენი ყველა თავის ადგილს იპოვეს ეგრევე, სიტუაცია რომ შეიცვალოს და რუსეთთან რო დავლაგდეთ, ხომ წარმოგიდგენიათ მერე, გავხდებით ეგრევე ძმები ამათთვის!!! ( ყვავ- ყორნების თემა რააა
Vasili
20 ივლისი 2020 13:04
4
თურქი სპარსი ლეკი ოსი ჩერქეზ დიდო ღლიღვი ქისტი ყველა ქართლის მტერი იყო ყველამ გაჰკრა თითო ქიშტი.... მერე რუსები დაემატა...
გრიშა
02 აგვისტო 2020 21:51
0
მაგარი იყო! მარტივად გადმოეცი, მაგრამ ზუსტად, გასაგებად!
aburjga
20 ივლისი 2020 17:49
1
მადლობა !
100%
20 ივლისი 2020 12:42
1
Dagestani hveni ertguli mezobelia.rac moxta shous nawilia.vulpocav warmatebul debiuts.
Amiko
20 ივლისი 2020 12:31
3
აწი კიდე თუ მოგიწია ვინმე დაღესტანელთან ლეკიანობა გაიხსენე და უფრო მაგრად დალეწე
dato
20 ივლისი 2020 12:28
0
ღირსეული კომენტარია!წარმატებები რომან!
Irakli
20 ივლისი 2020 12:12
2
შენ გენაცვალე,ოქტაგონზე ფაუმტკიცა ვინ ვინაა ასე უნდა მაგათ.
გოჩა
20 ივლისი 2020 11:37
0

სიახლეები პოპულარული