რომან დოლიძე: ჩემი საქციელის გამო მოწინააღმდეგეს ბოდიში მოვუხადე, მას კი არაფერი ახსოვს. თუ რამე აინტერესებთ დამელაპარაკონ

AutoSharing Option
კვირას, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო ბრძოლაში ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. თუმცა ჯერ-ჯერობით არ წყდება ამ შეხვედრის ირგვლივ არსებული რეზონანსი. შეგახსენებთ, ხადისმა ბრძოლამდე რომანზე გაიწია და მებრძოლების გაჩერება UFC-ის პრეზიდენტს, დეინა უაითს მოუწია.

"აწონვამდე ხადისი რამდენჯერმე შემხვდა, თბილად ვისაუბრეთ და დაძაბულობა არ ყოფილა. იქ კი მოვარდა და აგრესიულად იქცეოდა, ვუღიმოდი და ვეკითხებოდი რა ხდება-მეთქი.

ბრძოლის შემდეგ ხადისის გუნდთან მივედი და ბოდიში მოვუხადე, ცოტა არასწორი იყო რაც გავაკეთე მისი დანოკაუტების შემდეგ. ამით კონფლიქტი დასრულებული არის თუ არა, არ ვიცი. თუ
ბიჭებს დალაპარაკება უნდათ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ.

ხადისსაც შევხვდი და ვესაუბრე, მაგრამ ამბობს, რომ არაფერი ახსოვს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიურში.