კადიროვის მეგობარსა და კავკასიელების დამცველს სოჭში სასტიკად სცემეს, მისი მოწინააღმდეგე 20 კგ-ით ნაკლები იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 24 ივლისს, სოჭში გაიმართა ACA 107, რომლის მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ალექსანდრ ემელიანენკო და მაგომედ ისმაილოვი დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მძიმე წონაში ჩატარდა, თუმცა მთელი კარიერის მანძილზე, ისმაილოვი საშუალო წონაში (84კგ) ასპარეზობდა. გამომდინარე აქედან, მან მასის ნორმალური მომატებაც ვერ მოახერხა და ემელიანენკოზე 20 კგ-ით მსუბუქი იყო: ალექსანდრე 117, ისმაილოვი 94.6 კგ.

მიუხედავად იმისა, რომ ემელიანენკოს ფავორიტად თვლიდნენ, ისმაილოვმა 3 რაუნდის განმავლობაში ის უშანსოდ სცემა. მას ბრძოლა პარტერში გადაჰყავდა, სადაც მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმებს აყენებდა. მესამე რაუნდში მორიგი დარტყმების სერიის შემდეგ რეფერიმ
შეხვედრა გააჩერა.

ბრძოლის შემდეგ, მაგომედმა განაცხადა, რომ თუ ემელიანენკოს რემატჩი სურს, ის მას აუცილებლად მიიღებს.

შეგახსენებთ, ალექსანდრე სკანდალებით ცნობილი მებრძოლია. ერთ-ერთ უკანასკნელ "წაკიდებაში" მან ლეგენდარული რუსი მებრძოლი ოლეგ ტაკტაროვი იმიტომ გამოლანძღა, რომ მან კავკასიელები უარყოფითად მოიხსენია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაბერდა და ვერ გაიგო.....
kosta
25 ივლისი 2020 22:04
0
არ გვაინტერესებს!!!
გიორგი
25 ივლისი 2020 15:47
8
მაშინ რატომ წერ კომენტარს , ან შენ თუ არ გაინტერესებს - მონოპოლია გაქვს *ინტერესზე* ?
კახა
27 ივლისი 2020 00:08
0
ამას ქვია:"გახიეს ნაკერავზე".
888
25 ივლისი 2020 13:09
1
ემელიანენკოს,მებრძოლობისა არაფერი ეტყობოდა.სამი რაუნდი, სავარჯიშო ტომარის როლში ჰყავდა ისმაილოვს.
სოსო
25 ივლისი 2020 12:43
1
კადიროვსნაირ კლოუნთან რომ დაიჭერს საქმეს და მერე გალოთდები რა ამბიცია უნდა გქონდეს არ მესმის??
zaza
25 ივლისი 2020 11:17
2

სიახლეები პოპულარული