ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯის შეხვდება, გეიჯიმ ბოლო ბრძოლაში ტონი ფერგიუსონი გაანადგურა

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი ამავე წონის დროებით ჩემპიონს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა 24 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ტურნირის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, აბუ-დაბიში გაიმართება.

ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დეინა უაითმაც დაადასტურა.

გეიჯიმ უკანასკნელი ბრძოლა 2020 წლის 10 მაისს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ ჩაატარა, მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა და დროებითი ჩემპიონის ტიტულიც მიისაკუთრა.

ნურმაგომედოვმა ბოლოს 2019 წლის სექტემბერში, დასტინ პორიეს წინააღმდეგ იბრძოლა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ