ბრძოლამდე ორი დღით ადრე ერთი სკანდალი მოხდა, რომელმაც უდიდესი ნეგატივი გამოწვია. დერეკ ლუისმა ოლეინიკს საჭმელში ჩაუფურთხა. მოგვიანებით რუსმა მებრძოლა განაცხადა, რომ საჭმელი მისი არ იყო, თუმცა ინციდენტს იმდენად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ლუისს სახელი გაუტყდა.
დღევანდელი ბრძოლა დერეკის გამარჯვებით მეორე რაუნდში დასრულდა. პირველი რაუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, უფრო მეტიც, ოლეინიკს მოწინააღმდეგისთვის მახრჩობელა ილეთის გაკეთების საშუალება ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.
მეორე რაუნდში კი ლუისმა შეტევა მუხლით დაიწყო, შემდეგ კროსით დაასრულა და ალექსანდრე ძირს აღმოჩნდა. რამდენიმე საკონტროლო დარტყმის შემდეგ, რეფერიმ ბრძოლა გააჩერა. იხილეთ ვიდეო.
UFC-ის მებრძოლის უღირსი საქციელი, მოწინააღმდეგეს საჭმელში ჩაუფურთხა [VIDEO]