რაზე საუბრობდნენ ლევან მაყაშვილი და მისი მოწინააღმდეგე ბრძოლის დროს

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 20 აგვისტოს პოლონეთში ACA 109 გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა ლევან მაყაშვილმა იჩხუბა. მისი მოწინააღმდეგე რომან დიქი იყო, რომელიც ლევანის პროვოცირებას ცდილობდა. მაყაშვილმა შეხვედრა მეორე რაუნდში დაასრულა, როცა რომანი სასტიკად დაანოკაუტა. 

"მეორე რაუნდში მეუბნებოდა, "მოდი, მოდი, ვიჩხუბოთ", - ციტირებს ლევანს sportall.ge - "მანამდე არანაირი დიალოგი არ გვქონია. ახლა წონა მოვიმატე და სხვა დივიზიონში ავედი (ადრე ლევანი 66 კგ-ში ჩხუბობდა, ახლა 70-ში გამოდის - რედ.) ხასბულაევს სანამ არ მოვანგრევ არ გავჩერდები. 

ახლა ჩემი უკვე ყველას ეშინია, ხასბულაევი სექტემბერში ბრძლას მართავს და
თუ მოიგებს, გამოვიწვევ."

შეგახსენებთ, მაყაშვილი წლის დასაწყისში მაგომედრასულ ხასბულაევთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. 

altლევან მაყაშვილმა მოწინააღმდეგე "ნაგლი" საქციელისთვის დასაჯა და სასტიკად დაანოკაუტა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული