ჯასტინ გეიჯი: ხაბიბის სისხლს ნახავთ!

AutoSharing Option
მსუბუქ წონაში (70 კგ) ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას ყველა მოუთმენლად ელის. ამერიკელმა სპორტსმენმა მორიგი საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"დარწმუნებული ვარ, რომ მის სისხლს ვნახავთ. ეს ჩემი დიდი სურვილია. იმ დროს მისი რეაქცია ძალიან მაინტერესებს და ამის ხილვის საშუალება გვექნება. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ჩემ სასარგებლოდ მეტყველებს – ის ჩემნაირი გიჟი არაა! რა თქმა უნდა, თავისებურად გიჟია და უყვარს შეჯიბრება, მაგრამ არა – ჩემნაირი"!

Sportall.Ge

ხაბიბი-გეიჯის მატჩი UFC 254-ის ეგიდით 24 ოქტომბერს გაიმართება და რუსი სპორტსმენი კიდევ ერთხელ ეცდება თავისი ტიტულის დაცვას.

გეიჯის ბოლო ბრძოლა ამა წლის 10 მაისით თარიღდება, როცა მან ტონი ფერგიუსონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხაბიბმა კი უკანასკნელად გასული წლის 7 სექტემბერს იასპარეზა და დასტინ პორიეს მახრჩობელა ილეთით სძლია.



altპაულო კოსტა: აი, ამიტომ არის პირადი ბრძოლა!