ჭიკაძის შემდეგ თოფურიაც - ქართველმა UFC-ში პირველი ბრძოლა მოიგო

AutoSharing Option
11 ოქტომბერი ქართველი სპორტსმენებისთვის საკმაოდ წარმატებული დღე გამოდგა. გიგა ჭიკაძის გამარჯვების შემდეგ, UFC-ის რინგზე 23 წლის ილია თოფურია აღმოჩნდა, რომელსაც იუსუფ ზალალის სახით, საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა.

ქართველმა მებრძოლმა აქცენტი ძალიან აგრესიულ, შემტევ სტილზე გააკეთა და მაროკოელ მეტოქეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ მისცა. ორი რაუნდის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის ფონზე, თოფურიამ შეხვედრის მიწურულს თავდაცვითი სტრატეგია აირჩია.

საბოლოოდ, ჩხუბისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და მსაჯებმა გამარჯვება თოფურიას დაუტოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველს ამ დრომდე ჩატარებული 9 ორთაბრძოლიდან, მოგების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.

altგიგა ჭიკაძისა და ილია

თოფურიას FACE OFF

ასევე დაგაინტერესებთ