ჯონსი: "ხაბიბი საუკეთესოა? მეხუმრებით?"

AutoSharing Option
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ კარიერა დაასრულა. რუსმა მებრძოლმა MMA-ს ეგიდით ჩატარებული აბსოლუტურად ყველა დაპირისპირება დამაჯერებლად მოიგო (29-0) და ოქტაგონს დაუმარცხებელი დაემშვიდობა.

ფენომენალური სტატისტიკის მიუხედავად, ადამიანთა კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ნურმაგომედოვი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია, ჯონ ჯონსი არ ეთანხმება. მისი აზრით, ხაბიბის დომინაციის განმაპირობებელი მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი გახდა, რომ მან ელიტაში მოღვაწეობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

"15 სატიტულო დაპირისპირება მოვიგე, მაშინ, როდესაც მისი მაჩვენებელი 4-ს უტოლდება. მეხუმრებით? ამ ორ ციფრს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ყველაფერთან ერთად,
იმ დროს, როცა ჩემი მეტოქეები ლეგენდარული მოჩხუბრები იყვნენ, ხაბიბი არცთუ ცნობილ ბიჭებთან პაექრობდა. წარმოგიდგენიათ ჩემი ბრძოლა რეიტინგის მე-10 ნომერთან?

ნურმაგომედოვს განსაკუთრებული სპეციფიკა და ავტორიტეტი აქვს იმისთვის, რომ მის მიმართ კარგად განვეწყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ "ყველა დროის საუკეთესოობისთვის" მას საკმარისი არ გაუკეთებია. 

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ კონდიციებს, თავს იდეალურად ვგრძნობ. ჯერ მხოლოდ 33 წლის ვარ და კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ", - განაცხადა ჯონსმა.

altხაბიბ ნურმაგამედოვი - “ოქტაგონზე აღარასდროს გამოვალ...”