UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია

AutoSharing Option
მაჰმუდ მურადოვი ტაჯიკეთში დაიბადა. 2 წლის ასაკში ოჯახი საცხოვრებლად უზბეკეთში გადავიდა.

როდესაც მაჰმუდი 14 წლის გახდა, მამამისი ავარიაში მოყვა, რის გამოც რეაბილიტაციის კურსის გასავლელად დიდი თანხის გადახდა მოუხდათ. ამიტომ მაჰმუდი და მისი ძმა იძულებულები გახდნენ, სკოლისთვის თავი დაენებებინათ და სამსახური დაეწყოთ.

სამი წლის შემდეგ მურადოვი ამავე მიზეზით ტომსკში მიემართება, სადაც მშენებლობაზე მუშაობა არალეგალურად დაიწყო. ის 12 საათის განმავლობაში მუშაობდა, მისი ხელფასი კი თვეში 4000 რუბლს შეადგენდა.

ამ მძიმე პირობებს ემატებოდა ის, რომ უჭირდა სწორი კვება და ნორმალური ზომის დასაძინებელი ოთახის
მოძებნა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მებრძოლმა შეძლო და დაიწყო მუშაობა ერთ-ერთი ობიექტის დაცვაში, რითაც ნაკლებ დროში მეტ თანხას გამოიმუშავებდა, რაც ვარჯიშის საშუალებას აძლევდა.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში მაჰმუდმა 4000 რუბლი დააგროვა და შეძლო ჩეხეთში გადასვლა, საიდანაც ყველაფერი უკეთესობისკენ დაიძრა.

მაგრამ ყველაფერი კარგად არასდროს არაა. დანაზოგი გამოილია და მოუწია მაღაზიიდან მოპარვა. ერთხელ დაიჭირეს კიდევაც, სადაც იფიქრა: "ჯანდაბას, საერთოდ რატომ ჩამოვედი".

მაგრამ გონს მალევე მოეგო, სტუდენტური ვიზა სამუშაოთი შეცვალა და დაიწყო სხვადასხვა ადგილზე მუშაობა (ჭურჭლის მრეცხავი, დამლაგებელი, ოფიციანტი).

ამ ყველაფერთან ერთად ჩეხი მებრძოლის, პეტრ კნიჟეს სავარჯიშო დარბაზში ვარჯიში უსასყიდლოდ დაიწყო.

ყველაფერი აქედან იწყება... 1 წლის შემდეგ მებრძოლის დებიუტი შედგა, სადაც ზუსტად 26 წამში მოწინააღმდეგე უგონო მდგომარეობაში ჩააგდო და ყველა გააოგნა, მაგრამ ყველაფერი ასე არ გაგრძელებულა. 2014 წელს მაჰმუდი ბალანსით 4:4 შეხვდა, მაგრამ დაუღალავი ვარჯიშით და სწორი გეზით 3 წელში ჩეხეთის ვარსკვლავი გახდა. მას 17 გამარჯვება და 6 მარცხი ჰქონდა. გულშემატკივარი დარბაზს ავსებდა და ნელ-ნელა პოპულარობასაც იძენდა.

მაჰმუდმა მოიპოვა ახალი პასპორტი, რითაც უამრავი სპონსორი გამოუჩნდა, მაგრამ 2018 წელს მებრძოლი დიდ სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელში გეი-პორნო აიტვირთა, სადაც ერთ-ერთი პიროვნება მურადოვს ძალიან ჰგავდა. მებრძოლმა მაშინვე უარყო, თუმცა ამ დიდმა სკანდალმა მისი ყველაზე დიდი დამფინანსებელი, BUKA დააკარგვინა.

მიუხედავად ამ საზარელი ფაქტისა, მურადოვმა კარიერა წარმატებით განაგრძო და 2019 წელს UFC-დან შეთავაზება მოუვიდა, მაგრამ ისინი საფასურზე ვერ შეთანხმდნენ.

"მათ ეგონათ, რომ იქ თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი. ახალწვეულებს სტანდარტულად 10000$-ს უხდიან. მე ჩეხეთში ბევრად მეტს ვშოულობდი" - განაცხადა მაჰმუდმა ლიუტიკოვთან ინტერვიუში.

მაგრამ ყველა საკითხი მაშინ მოგვარდა, როდესაც კრივის ლეგენდამ, ფლოიდ მეივეზერმა მურადოვი საუკეთესო მებრძოლად დაასახელა.

ამ ამბის გაგების შემდეგ მისი UFC-ში დებიუტი მალევე შედგა, თანაც როგორი? უზბეკმა მებრძოლმა გაიმარჯვა. ლეგენდარულმა ფლოიდმა მას პირადად მიულოცა.

"ჩვენ პირველად ჩეხეთში შევხვდით. მაშინ კრივის საღამო იყო. როდესაც დამინახა, თითით მანიშნა. ამ დროს მისი დაცვის წევრები მოვიდნენ და მითხრეს, მას უნდა შენი ბრძოლის ხილვაო. გამარჯვების შემდეგ მალევე მეორე ორთაბრძოლა დავგეგმე. მოწინააღმდეგე ტრევორ სმიტი გახლდათ, რომელიც მე-3 რაუნდში დავამარცხე".

მორიგი ბრძოლა 2020 წლის მარტში დაიგეგმა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. გასული წლის ბოლოს, UFC-ის 257-ე ღონისძიებაზე მურადოვმა ენდრიუ სანჩესი დაამარცხა და 50000$-ანი პრემიაც დაიმსახურა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
რამდენჯერ უნდა დაწეროთ უკვე?
jigari
04 დეკემბერი 2021 20:36
2
სამ წელში 4000 რუბლი დააგროვაო.. ანუ სადღაც 170 ლარი.. 170 ლარი სამ წელში-ოო..
გვეღადავები?
04 დეკემბერი 2021 14:06
0
ვიდეო სადაა? ან ლინკიც არ არის? მეტი დამაჯერებლობისთვის
Nick
04 დეკემბერი 2021 13:19
2
ისე კი გავს განა!
მწრთვნელი
25 აგვისტო 2021 21:14
0
აუ გეი-პორნო ასწორებს. მე და მამაჩემი ვუყურებთ ხოლმე ერთად.
ილუშა
25 აგვისტო 2021 16:49
8
მეტი საინტერესო არ ხდება არაფერი სპორტში???!
თაზო
25 აგვისტო 2021 15:20
1
ოხერი ხარ რა SL:-))
buba
28 იანვარი 2021 16:28
1
ასე რა, რამე განსხვავებული დაწერეთ ხომე...
ყოჩაღ გიორგი, მშვენიერი სტატიაა!!
buba
27 იანვარი 2021 16:56
10
შენ იმ ვიდეოს ლინკიც ხო არ გაგიხარდებოდა????
თუ ღადაობ?
SL
27 იანვარი 2021 19:47
6
საინტერესო იყო
.
27 იანვარი 2021 15:05
5

სიახლეები პოპულარული