ხაბიბი არა - UFC-ის პრეზიდენტმა საუკეთესო მებრძოლი დაასახელა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დეანა უაითმა ყველა დროის საუკეთესო MMA მებრძოლი დაასახელა და მისი აზრით, ეს ხაბიბ ნურმაგომედოვი არაა.

"თუ ავიღებთ ახლანდელ მდგომარეობას, დიახ, ხაბიბი ამჟამად საუკეთესოა, მაგრამ ყველა დროის უძლიერესი მებრძოლი ჯონ ჯონსია", - თქვა უაითმა.

UFC 254-ის ღონისძიებაზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და კარიერაც დაასრულა. იყო საუბრები, რომ ლეკი მებრძოლი ოქტაგონს ბოლო ბრძოლისთვის დაუბრუნდებოდა, თუმცა ამის პერსპექტივა ძალიან ცოტაა.

მომზადებულია TMZ Sports-ის მიხედვით



ასევე დაგაინტერესებთ