ხაბიბმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასი 1-ელ ივნისს დაგეგმა

AutoSharing Option
sputnik-abkhazia-ს ინფორმაციით, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ლეკი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში მასტერკლასს გამართავს.

როგორც გამოცემას საბრძოლო კლუბ "წმინდა გიორგის" დამფუძნებელმა თეიმურაზ გერგედავამ უთხრა, ხაბიბი ახალგაზრდა სპორტსმენების შეკითხვებს უპასუხებს. ღონისძიებაზე აფხაზეთისა და რუსეთის ახალგაზრდა ლიდერები გამოვლენ.

მოგეხსენებათ, ანტისაოკუპაციო კანონის დარღვევის შემთხვევაში, ანუ, თუ მებრძოლი აფხაზეთში რუსეთის გავლით ჩავა, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ შემოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გერგედავა მაინც არ იყოს!
Vasili
27 მაისი 2021 11:51
0
ორჯონიკიძე რომ იყოს რამე შეიცვლებოდა?
***
27 მაისი 2021 15:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული