"ყავარჯნებით ივლის" - ჭიკაძე ჰოლოუეის ცემით ისევ ემუქრება

AutoSharing Option
UFC-ის ქართველმა მებრძოლი გიგა ჭიკაძე Bjpenn- ს ესაუბრა და ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონ მაქს ჰოლოუეისთან დაპირისპირების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

"ის ამბობს, რომ საუკეთესო მოკრივეა, მაგრამ ვიცი, რომ ყველაზე უკეთ მე ვურტყამ.

თუკი ჩვენი ბრძოლა შედგება, ის დგომში წარიმართება, რომლის შემდეგ, ჰოლოუეის ყავარჯნებით სიარული მოუწევს.

დივიზიონში ახალი სახე ვარ და უკვე დამატკიცე, რომ ბევრი შემიძლია. უმიზეზოდ არ ვსაუბრობ და არც ოცნებები მაქვს. როცა ვამბობ, რომ ვიღაცას ვცემ, ამას აუცილებლად ვაკეთებ!"

შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება
მოიპოვა - ბრაზილიელი
ედსონ ბარბოსა ნოკაუტით დაამარცხა, რომლის შემდეგ ჰოლოუეი გამოიწვია და განაცხადა: 

"კონორის ერა დასრულდა, ხაბიბი სპორტიდან წავიდა, ახლა გიგას დროა!"

alt ჭიკაძე შეუჩერებელია - გიგამ ბრაზილიელი ლეგენდა დაანოკაუტა [VIDEO]

ტეგები: