წარმოუდგენელი ქამბექი - დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა - მარლონ მორაესი დაანოკაუტა!

დვალიშვილი თავდაპირველად თვითონ გადარჩა, შემდეგ კი მეტოქის უპირატესობა სენსაციურად შემოატრიალა, გამარჯვებას მიაღწია და ბონუსის სახით, 50 ათასი დოლარიც მიიღო.

მერაბმა დაპირისპირების შემდეგ, ემოციურად ისაუბრა:

"მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ მაშინ გაეჩერებინა, თუკი საფრთხე ჩემს სიცოცხლეს შეექმნებოდა. მტკიოდა. ყველას გვტკივა. მე მებრძოლი ვარ! ნებისმიერ დროს დამიკავშირდით, ყველასთან საბრძოლველად მზად ვარ."

შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა შონ ომალი რამდენჯერმე გამოიწვია, თუმცა მისგან თანხმობა ვერ მიიღო.

altდვალიშვილი 1 დღეში 2 ადგილით "დაქვეითდა" -

გაურკვევლობა UFC-ის საიტზე

alt"რობინ ჰუდი კი არ ვარ მერაბი ვარ დვალიშვილი..." მერაბ დვალიშვილის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა [PHOTO]



მკითხველის კომენტარები / 7 /
შენ ხარ მაგარი კაცი პირველ რიგში და მერე მაგარი მებრძოლი! ეს ერთი და სხვა უთვალავი ძმაო გაიხარეეე!!!
გეგი
26 სექტემბერი 2021 20:35
0
მაგარი ბიჭი ყოფილა ძალიან!რა გასაძლებს გაუძლო და მერე, რა დღეში ჩააგდო,მეტოქე.
სოსო
26 სექტემბერი 2021 20:17
0
ნამდვილი ქართველი ქართული საბრძოლო სულით! წარმატებები მერაბს მომავალშიც!
ვახო...
26 სექტემბერი 2021 16:46
0
გენაცვალე მერაბ! მადლობა! ისეთი მებრძოლები გყავს დამარცხებული ჩემო ძმაო, უმარს უპრობლემოდ მოუგებ და ეგ შანსი არუნდა გაუშვას ხელიდან მერაბმა ჩემი აზრით. უმარ ნურმაგმედოვმა გამოიწვია მერაბი და აბა შენ იცი!
buba
26 სექტემბერი 2021 15:08
0
ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ერთერთი საუკეთესო UFc ის ბრძოლებში. წარმატებები მერაბს
აევკლ
26 სექტემბერი 2021 12:26
1
მართლა მებძოლი სული აქვს!
ziz
26 სექტემბერი 2021 12:22
0
განსაცვიფრებელია, რა მომენტიდან გამოძვრა. ვულოცავ და ვლოცავ, გაიხაროს ჩვენი გახარებისთვის.
ჟორა გაბრიჭიძე
26 სექტემბერი 2021 11:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული