ჭიკაძის ახალი ბრძოლა სახელოვანი მეტოქის წინააღმდეგ - შესათანხმებელი დეტალებია

AutoSharing Option
MMAJUNKIE-ს ცნობით, 2022 წლის პირველი ღონისძიების (15 იანვარი) მთავარ ბრძოლას გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი გამართავენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გამართვის ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია, UFC-ის ხელმძღვანელობა ნელ-ნელა ყველაფერს გეგმავს.

გიგამ UFC-ში 7 ორთაბრძოლა გამართა და ყველაში თვითონ გამოდგა გამარჯვებული. რაც შეეხება კატარს, ამ ორგანიზაციაში კელვინი ოქტაგონზე 9-ჯერ გამოვიდა, 6 დაპირისპირება მოიგო, 3 კი დათმო.

ხელმძღვანელობას ბოლო დეტალების მოგვარებაღა დარჩა და გიგას ახალი მეტოქე ცნობილი გახდება.

ტეგები: