"3 რამისთვის ვჩხუბობ..." - გიგა ჭიკაძე მეტოქეს დაემუქრა

AutoSharing Option
16 იანვარს გიგა ჭიკაძე ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლას დიდი მოლოდინი აქვს და ლოგიკურიცაა, რომ 6 დღით ადრე ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია.

"UFC-ში ყოფნის პერიოდში შემდეგ კვირას ყველაზე რთულ ბრძოლას ჩავატარებ. ამ ბიჭს პატივს ვცემ. მე მხოლოდ 3 რამისთვის ვჩხუბობ: ხალხს ფეხით თავი მოვაძრო, ჰაერიდან ფეხის დარტყმით ხალხი გავთიშო, შენ კი კვირას საავადმყოფოში გაგგზავნი" - წერს გიგა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

მნიშვნელოვან შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში გიგას შანსი ექნება, რომ სატიტულო ორთაბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. შეგახსენებთ, ქამრისთვის მალე მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ
ვოლკანოვსკი და კორეელი ჩანგ სუნგ ჯუნგი დაუპირისპირდებიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიგას არაერთი ინტერვიუ მიყურებია თუ წამიკითხია და სწორედ მისი აწონილ დაწონილი საუბრის გამო ვცემ უდიდეს პატივს.ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია,სიდინჯით,სხვისი პატივისცემით,სიტყვა პასუხით.მესმის, რომ ბრძოლის წინ,რეკლამისათვის,მისგან ასეთ რიტორიკას მოითხოვენ და რაც უფრო მოიმატებს რანგში,მით მეტ აგრესიულობას მოითხოვენ ქცევაში,მაგრამ მაინც უსიამოვნოა.იმედი მაქვს გიგა ბევრი ლაპარაკის გარეშე,საქმით დაუმტკიცებს ყველას,თავის სიძლიერეს და არ მოსთხოვენ,სხვებივით, თავი ნახევრად გიჟად წარმოადგინოს.
სოსო
13:10 10-01-2022
1
საერთოდ ეგ"სპორტი" არის არაადამიანური განსხვავებით იგივე კრივისგან მიმართული უზნეობისკენ..ისტერიული ცემა უკვე გათიშული მოწინააღმდეგის და ა.შ. გიგას ვერც მე ვიმღერებ მაგნაირობისთვის...ღმერთი იყოს მისი მფარველი...
გრიშა
15:31 12-01-2022
0

სიახლეები პოპულარული