"ისე ვიბრძოლებ, როგორც არასდროს და ამ ბიჭს დავანოკაუტებ..." - გიგა მოახლოებულ ბრძოლაზე საუბრობს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 16 იანვარს გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ქართველმა მებრძოლმა ESPN-თან ინტერვიუში ამერიკელ ათლეტზე ისაუბრა.

"ჩემს კარიერაში ამჯერად ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე მყავს. ბრძოლას სრული სერიოზულობით ვუყურებ, ყველას სურს ტიტულისთვის დაპირისპირება, ასე არაა?

ჰოლოვეისა და ვოლკანოვსკის ბრძოლა ჩაიშალა. ეს ყველაფერი აღმაფრთოვანებს. ვცდილობ საკუთარი თავი დავამშვიდო, ასეთ დროს არ უნდა გაბრაზდე და არც დროზე ადრე გაიხარო, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დროც მოვა.

გარკვეული პერიოდის წინ დანა უაითს ვესაუბრე. ჩვენ გარკვეულ თემებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, სატიტულო ორთაბრძოლაზეც. მან მითხრა:
"საქმეზე გადადი და მერე ვილაპარაკოთ". ასე რომ, კელვინთან ბრძოლის წინ დიდი მოტივაცია მაქვს.

ამ კვირას ისე ვიბრძოლებ, როგორც არასდროს და ამ ბიჭს დავანოკაუტებ, თუმცა ამის არავის სჯერა. ყველამ გაახილეთ თვალი და უყურეთ ჩემს ორთაბრძოლას", - განაცხადა გიგამ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ᲥარᲗველებს არ უხდებაᲗ ეს წინასაბრᲫოლო ბაქიბუქი.
$io
16 იანვარი 2022 19:03
0
amas cota tavshi xom ar auvarda.
giorgi
13 იანვარი 2022 18:01
0
რათქმა უნდა წარმატებები და გულით გულშემატკივრობთ ოღონდ არ აყვე ამ ღლაბუცობას წინასაბრძოლოდ ბაქიბუქი არაალამაზი
კახა
12 იანვარი 2022 19:07
0
წარმატებები გიგას
ვახო...
12 იანვარი 2022 18:02
0
მეც რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობ და გამარჯვებას ვუსურვებ მაგრამ ძალიან ანტიადამიანურ საქმედ მიმაჩნია მაგნაირი გლადიატორობის აღორძინება და პროპაგანდა.....
გრიშა
12 იანვარი 2022 15:24
1
ძალიან ზედმეტს ნუ ილაპარაკებ და თავში არ აგივარდეს!!! სპორტში უამრავი რამ ხდება და პირიქით არ მოხდეს.... აჯობებს ტატამზე თქვა შენი სათქმელი...
Bruce lee
12 იანვარი 2022 15:19
8
რა გჭირთ, რა კომენტარებია? კი არ ტრაბახობს თავის განწყობას და დუხს აჩვენებს, რომ თავისზე გამოცდილ ტიტულოვანის არ ეშინია. ეს ფსიქოლოგიურად განაწყობს გიგას და მოწინააღმდეგეც ხვდება რომ შიში და რიდი არა აქვს, ამიტომ მოკრძალებაც შეიძლება გაუჩდეს. ასეთი ბრძოლების წინ ჩვეულებრივი მოვლენაა. იქნებ გაგვაგებინოთ როგორ და სად ვუყუროთ?
G.LA
12 იანვარი 2022 15:09
1
ხალხო, ღადაობთ ხომ?! აბა რა უნდა თქვას, შარვალი გავავსე და ბრძოლა აღარ მინდაო???
არ ვიცი, დაწეროთ იქნებ, თუ რომელიმემ სადმე არ იტრაბახა ბრძოლის წინ...
ისე მაინც
12 იანვარი 2022 15:01
1
მოდად იქცა ტრაბახი, იქნებ პირველ წამებშივე იმისთანა მიიღო ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო??? შენ გგულშემატკივრობ აბა სხვას ვის უნდა დავუჭირო მხარი, მაგრამ ტრაბახი არაა საჭირო
max
12 იანვარი 2022 13:20
20
ტრაბახი კი არ არის აზრია ტავისი........რა გულზე მოგვხდა??/ აბა ნახე ის რას ამბობს??? მარტივი ბრძოლა იქნება და ბონუსად კიდე ჯანმრთელიც გავალო ოქტაგონიდან........ბრძოლის წინ ასე ეუბნებიან ერთმანეთს.......რატო გიყვართ ქართველებს ერთმანეთის ჭამა?????!! იმას რატო არ უწერენ რომ ნუ ტრაბახობო???? რას თარსავ ამ ბიჭს???? შურიანები ხართ ქართველები რა...ნერვები მომეშალა........
nia
12 იანვარი 2022 16:40
3
კარგით რა,არ მოგბეზრდათ ეგ ტრაბახი? სპორტი სპორტია. შეიძლება მოიგო, შეიძლება წააგო. ისე მაინც თქვი რომ ძალას არ დაიშურებ რომ კარგი ბრძლოა აჩვენო. ვთქვათ და შენ გაგიშვეს ნოკაუტში, მერე რას იტყვი? ეეეეჰჰჰ....
ეეეეჰჰჰ....
12 იანვარი 2022 13:05
33

სიახლეები პოპულარული