"არ მგონია, ვოლკანოვსკის ჩემთან შანსი ჰქონდეს..." - გიგა ჭიკაძე

AutoSharing Option
გიგა ჭიკაძე დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიs დამარცხება და ქამრის მოპოვება შეუძლია.

"ვფიქრობ, ის კარგია, მაგრამ არ მგონია, რომ ჩემპიონის დონეზე იყოს. ბრაიან ორტეგასთან და მაქს ჰოლოვეისთან მშვენიერი ორთაბრძოლები ჰქონდა, თუმცა მაქსთან მეორე შეხვედრა თითქმის დათმო.

არ მგონია, ვოლკანოვსკის ჩემთან შანსი ჰქონდეს, აუცილებლად დავამარცხებ. როგორია მისი შანსი? პატარა" - განაცხადა გიგამ.

შეგახსენებთ, ჩვენებური 15 იანვარს კელვინ კატარს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ქამრისთვის ბრძოლის დიდი შანსი ექნება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომელ საათზეა.ან სად შეიძლება ყურება
Levani
15 იანვარი 2022 10:14
0
ყველაფერს თავისი დრო აქვს.ჯერ კატარია გასავლელი.გამარჯვებას გისურვებ,გიგა!მაგ დონეზე იოლი ბრძოლები რომ აღარ არსებობს,შენზე კარგად არავინ იცის.
სოსო
14 იანვარი 2022 17:31
0
წარმატებები გიგა, მთელი გულით გქომაგობთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა რომ აი ამ ტრენდში ჯდებით და მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავთ. გასაგებია, რომ შეიძლება ამას გთხოვდნენ, თუმცა ზუსტად საპირისპიროდ უნდა იქცეოდეთ და ეს იქნებოდა თქვენი ყველზე დიდი უპირატესობა სხვებთან. არ არის ლამაზი ეს ყველაფერი ...
ივანე
14 იანვარი 2022 13:05
4
მაკგრეგორს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ეს ჩხუბის ბიზნესია და არა სპორტი. ამიტომაც მოსულა ასეთი საუბარი, რაც ხშირად მებრძოლთა შიშების თუ ნერვიულობის გამოხატულებაა და უპირატესობის მოპოვებას ისახავს მიზნად. ისე, კი, იმდენს ბაქი-ბუქობს უკვე რომ არ წააგოს მეშინია.
odala
15 იანვარი 2022 08:43
1

სიახლეები პოპულარული