"არ მგონია, ვოლკანოვსკის ჩემთან შანსი ჰქონდეს..." - გიგა ჭიკაძე

AutoSharing Option
გიგა ჭიკაძე დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიs დამარცხება და ქამრის მოპოვება შეუძლია.

"ვფიქრობ, ის კარგია, მაგრამ არ მგონია, რომ ჩემპიონის დონეზე იყოს. ბრაიან ორტეგასთან და მაქს ჰოლოვეისთან მშვენიერი ორთაბრძოლები ჰქონდა, თუმცა მაქსთან მეორე შეხვედრა თითქმის დათმო.

არ მგონია, ვოლკანოვსკის ჩემთან შანსი ჰქონდეს, აუცილებლად დავამარცხებ. როგორია მისი შანსი? პატარა" - განაცხადა გიგამ.

შეგახსენებთ, ჩვენებური 15 იანვარს კელვინ კატარს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ქამრისთვის ბრძოლის დიდი შანსი ექნება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები: