"ვირთხა ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი..." - ილია თოფურია ინგუშ მებრძოლს მიმართავს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ორთაბრძოლა UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო, თუმცა რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაუფიქსირდა და დაპირისპირებაც ჩაიშალა. ამ ფაქტის შემდეგ ქართველმა მოვსარს "ტვიტერის" მეშვეობით მიმართა:

"ჰეი შენ, პატარა ვირთხა! მე ეს ყველაფერი არ დამიწყია, შენ დაიწყე. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს-ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც თავს მოგაძრობდი და მე უკვე აქ ვარ. საიდანაც ვარ, თუ იქ 2 კაცი ჩხუბობს და ერთ-ერთი არ გამოჩნდება, მშიშარას ეძახიან. მამაცი ინტერნეტში ხარ, ტელეფონის უკან ამოფარებული. დაუმარცხებლის სტატუსი რვაკუთხედში გაუსვლელად დაკარგე. ვირთხა
ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი" - წერს ილია საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ქართველსა და რუსს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევლოევმა "მატადორს" ჩვარი უწოდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"მატადორი კი არა ჩვარი ხარ" - ინგუში თოფურიას მიმართავს



მკითხველის კომენტარები / 20 /
წინასწარ ბაქიაობა არა ქართული საქციელია
ელგუჯა
14 იანვარი 2022 13:45
9
ვინც ამას სპორტი დაარქვა,მე მაგის......ჯერ მარტო შეჯიბრის წინ ერთმანეთის პირისპირ რომ დგებიან პრე-კონფერენციაზე და ბოლო სიტყვებით რომ ამკობენ ერთმანეს მარტო მაგის გულისთვისაა ასაკრძალი
კახა ქ.
14 იანვარი 2022 15:42
5
ვერ აღვიქვავ ამას სპორტის სახეობად, პრინციპში არც არის. წლების წინ მიწისქვეშეთში რომ იმართებოდა და აკრძალული იყო ამის ჩვენება, დღეს უკვე მიწის ზემოთაა და წარმოადგენს სარფიან ბიზნესს ადამიანების დასახიჩრების ხარჯზე. არანაერი ესთეტიკა და რესპექტი არ გააჩნია ასეთ ბრძოლას
qomagi
15 იანვარი 2022 10:37
0
არ დაივიწყოთ,რომ ინგუშები ჩვენი მოძმე და მონათესავე ერია და ასე უდიერად არ უნდა მიმართოთ ერთმანეთს.ინგუშს არასოდეს აუწევია ხელი ქართველის წინააღმდეგ და ეს ევლოევსაც უნდა გააგებინოთ კორექტულად.
status quo
14 იანვარი 2022 15:25
6
ეს სიმყრალე, რომელსაც სპორტს უძახიან, უნდა აიკრძალოს!
Shoda
14 იანვარი 2022 13:24
15
ადამიანს კოვიდი აქვს რა შუაშია შიში,
სასწაულები ხართ
14 იანვარი 2022 15:47
6
მოიცა კაცო, იმან რომ უთხრა ქალივით გათრევ და გაგაფარჩაკებო მაშინარ იყო ინგუში ან ეს ქართველი? ილიას რა ინგუშებისთვის აქ რამე ნათქვამი? ამბობს ერთ ადამიანზე და ამით არ ნიშნავს რომ ინგუშებს რამე აკადრა. გამოვიდა ტიპი ევლოევი დაემუქრა ამას გიზამ იმას გიზამ და აღარ გამოდის, რა ქვია ასეთ საქციელს? შიში ხო? თუ ამრთლა კორონაა რას ვიზამთ. ხო შიში თუ ქონდა რაღას იქადნებოდა და მერე რაღტო დაიმალა? მაგას რა ქვია? კრისობა, ხოდა ეგ უთხრა სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ ეს ძიუდო არაა და რაგბი არაა რომ რაღც ცენზი არსებობდეს ამ სპორტში მოსულა და ილიაც ამ სპორტის ნაწილია.
aqsadaqsa
14 იანვარი 2022 15:19
5
მართალი ხარ, ინგუშები არაფერ შუაში არიან. ქვევით კომენტარები უბრალოდ ქართული შეგნების დაბალ დონეზე მიუთითებს და არა ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებზე.
პელე
14 იანვარი 2022 15:52
8
თოფურიაც და ევლოევიც კავკასიის შვილები არიან და მეტოქისადმი ასეთი მიმართვები არ შეჰფერით.სხვები,სხვა ქვეყნის შვილები, თავისი მორალით იქცევიან,ჩვენში კი ასეთი რამე,არასოდეს იყო მოსაწონი.კავკასიელები ხშირად გადიან რინგზე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილები და რაკი ასეა,მაშინ მის შესაბამისადაც უნდა მოიქცნენ..ეს მხოლოდ ილიას ან მოვსადს არ ეხება,ყველა კავკასიელს ვგულისხმობ.ერთ ძველ ისტორიას გავიხსენებ.იმ დროს,როცა რუსეთი ჩრდილო კავკასიის დასაპყრობად იბრძოდა,ლეკიანობით გაწამებულმა საქართველომ,მათი მხარე დაიჭირა.თუშებმა დრო იხელთეს და მეზობელი ხეობები დაარბიეს,საქონელი გამოირეკეს.ომიდან დაბრუნებულმა ლეკებმა თუ ქისტებმა(ზუსტად არ მახსოვს),ეს რომ ნახეს,დიდი ჯარით გამოილაშქრეს მათზე.საზღვართან განლაგებულ სოფლებს,წინააღმდეგობის საშუალება არ ჰქონდათ,თან არც მართლები იყვნენ და მომდგარ მრავალრიცხოვან მტერს,იარაღი არ დააღირეს,შეტრიალდნენ და ზურგშექცეულები გაჩერდნენ.გააფთრებულმა მტრებმა,ეს რომ დაინახეს,ხელი ვეღარ აღმართეს უიარაღოებზე,უბრალოდ დაიბრუნეს მათგან წამოღებული და უკან გატრიალდნენ.მათ შორის უამრავი სისხლიანი ბრძოლაც მომხდარა,მაგრამ ვაჟკაცობის კოდექსს,თითქმის ყველა და ყოველთვის იცავდნენ.ეს არ დავივიწყოთ!
სოსო
14 იანვარი 2022 14:51
4
დათო,სპორტის არც ერთი სახეობა არ იწონებს,მეტოქის დამცირებას ან დაცინვას.რასაც სპორტის ეს ამ სახეობის ნაწილს უძახი,ეს ფსონების ასაწევად გამიზნული რეკლამის ნაწილია და სწორედ ეგ არ მომწონს.ოღონდ ხალხი მიიზიდონ და ბევრი ფული იშოვნონ,მებრძოლებს ავალდებულებენ,ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ და პირველ რიგში,ამით,ამ მებრძოლებს ამცირებინებენ თავს.ვინმეს სერიოზულად სჯერა,რომ ან ილიაა ჩვარი და ან კიდევ ევლოევი ვირთხა?როდის იყო მშიშარები საბრძოლველად გადიოდნენ რინგზე?ეს ვაჟკაცების სპორტია,რომლითაც უღირსი ადამიანები მდიდრდებიან.რინგზე შოუს მოწყობა,მუჰამედ ალიმ დაიწყო და თანდათან გავრცელდა,რადგან მეტ ხალხს იზიდავდა,შესაბამისად მეტ შემოსავალს.ამ ბოლო ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილს ფინალში რომ მოუგო,იმ ამერიკელმაც გაიმეორა მეტოქის დამცირება,ტაჰა აკგულთან შეხვედრაში და სამუდამოდ შემაზიზღა თავი.ცუდი მაგალითი გადამდებიაო,ნათქვამია და მალე ჭიდაობაშიც იტყვიან,მეტოქის დამცირება,ამ სპორტის ნაწილიაო.ამერიკა და ევროპა,საკმაოდ ტრადიციული ქვეყნები იყო,მაგრამ სექსუალური რევოლუციის შემდეგ,შემთხვევითი ურთიერთობები და ქორწინების გარეშე ურთიერთობები,ნორმად გადაიქცა,ჩვენთან ეს ჯერ კიდევ ბოზობად ითვლება(იმედი მაქვს რომ ჯერ კიდევ) და თუ ყველაფერში მათ ავყევით,ჩვენთანაც ნორმად გახდება.მთელი ქართული მასმედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები გააფთრებით გვებრძვიან მაგის მისაღწევად.შენ თუ შენსას არ გაუფრთხილდი,სხვა თავისას მოგახვევს და სწორედ ეს არ მსურს.მათგან კარგი შევითვისოთ,ცუდი კი უარვყოთ.ეს ყველფერს შეეხება,მათ შორის სპორტსაც და ქცევასაც.
სოსო
14 იანვარი 2022 17:19
0
ეს ამ სპორტის ნაწილია და აქ ვაჟკაცობა არაფერ შუაშია, თუ ვერ ერკვევი ეგეთი კომენტარიც არ უნდა გააკეთო.
დათო
14 იანვარი 2022 15:17
15
ენას კბილი დააჭირე შვილო,ყველაფერზე პირა ნუ აღებ ჭორიკანასავით,მითუმეტეს ინგუშებთან!
იჰოოო
14 იანვარი 2022 15:08
31
ასე არ შეიძლება კაცი ავადაა და ვერ იჩხუბა ინტერნეტში ჩემი აზრით არ შეიძლება ასე აგინო და კუნთები ათამაშო ალბათ ასეთი დავალება აქვთ UF ში ან კონტრაქტში უდევთ რომ მერე ასე მოიხსენიონ არადა კარგი მებრძოლია ის ინგუში
გიო
14 იანვარი 2022 21:42
6
გაიგეთ ეს ყველაფერი არის მაყურებლის მოსაზიდად ანუ რეიტინგის თვის და მებრძოლებმა იციან რომ არასერიოზულია თუმცა ალბათ ყველაფერში ზომიერებას საჭირო და ჭკვიანურად შეიძლება გააკეთო შეურაცხყოფის გარეშე.
კახა
14 იანვარი 2022 23:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული