"ვირთხა ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი..." - ილია თოფურია ინგუშ მებრძოლს მიმართავს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ორთაბრძოლა UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო, თუმცა რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაუფიქსირდა და დაპირისპირებაც ჩაიშალა. ამ ფაქტის შემდეგ ქართველმა მოვსარს "ტვიტერის" მეშვეობით მიმართა:

"ჰეი შენ, პატარა ვირთხა! მე ეს ყველაფერი არ დამიწყია, შენ დაიწყე. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს-ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც თავს მოგაძრობდი და მე უკვე აქ ვარ. საიდანაც ვარ, თუ იქ 2 კაცი ჩხუბობს და ერთ-ერთი არ გამოჩნდება, მშიშარას ეძახიან. მამაცი ინტერნეტში ხარ, ტელეფონის უკან ამოფარებული. დაუმარცხებლის სტატუსი რვაკუთხედში გაუსვლელად დაკარგე. ვირთხა
ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი" - წერს ილია საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ქართველსა და რუსს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევლოევმა "მატადორს" ჩვარი უწოდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"მატადორი კი არა ჩვარი ხარ" - ინგუში თოფურიას მიმართავს



მკითხველის კომენტარები / 20 /
წინასწარ ბაქიაობა არა ქართული საქციელია
ელგუჯა
13:45 14-01-2022
9
ვინც ამას სპორტი დაარქვა,მე მაგის......ჯერ მარტო შეჯიბრის წინ ერთმანეთის პირისპირ რომ დგებიან პრე-კონფერენციაზე და ბოლო სიტყვებით რომ ამკობენ ერთმანეს მარტო მაგის გულისთვისაა ასაკრძალი
კახა ქ.
15:42 14-01-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული