"მეუბნებოდნენ, რომ სხვა არაფერი გამომივა და სხეული გაყიდეო..." - ლიანა ჯოჯუა

AutoSharing Option
როგორც რუსული Sports-ი წერს, UFC-ის ყოფილ მებრძოლს, ლიანა ჯოჯუას, ორგანიზაციის მიერ ათლეტის გამოშვების შემდეგ სიძულვილის ტალღამ გადაუარა.

ლიანამ აღიარა, რომ UFC-ში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ხალხი შიშველი ფოტოების გაყიდვის მოწოდებით არაერთ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას უგზავნიდა.

"მას შემდეგ, რაც UFC-სთან კონტრაქტი ამომეწურა, ხალხი სხვადასხვა რაღაცას მწერდა. ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, რომ სხვა არაფერი გამომივა და სხეული გაყიდეო...

წავიკითხე და შოკში ჩავვარდი. როგორი გამწარებული უნდა იყოს ადამიანი რაღაცით, რომ ასეთი საშინელება დაწეროს", - განაცხადა ლიანამ.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი გოგო ხარ!!!წარმატებები!!!
Talo
15 იანვარი 2022 12:26
0
ლიკას წარმატებებს ვუსურვებ!!! და ვურჩევ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ში მოსინჯოს ძალები....
მაგრადაც გაიჩითები და ჩვენც გვასიამოვნებ შენი სილამაზის ცქერით....
სპორტ ფაზა
15 იანვარი 2022 02:22
8
ლიანა,სადაც უნდა წახვიდე,ყველგან წარმატებებს გისურვებ.ისწავლე რაიმე სხვა საქმე და არც მუშტების ქნევა დაივიწყო.ისე ვატყობ ბევრ რქოსანს დასჭირდება რქების დამტვრევა.ვფიქრობ გოგოს საქმე არ არის რინგზე ბრძოლა,მაგრამ საკუთარი თავის დაცვა რომ შეგიძლია,ეგ შესანიშნავია.
სოსო
14 იანვარი 2022 17:27
5
არაუშავს... ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინაგაქვს
ვახო...
14 იანვარი 2022 17:26
4
წარმატებები ყველგან და ყველაფერში ლიანა!
სოხუმელი ვეტერანი
14 იანვარი 2022 17:26
1
ლიანა მიყვარხარ. წარმატებები!!!!!!
ბაკური ბულისკერია
14 იანვარი 2022 17:11
2
არ იდარდო, რაღაცის დასასრული სხვა რაღაცის დასაწყისია!!!! ყოჩაღად იყავი!!!!!!
nia
14 იანვარი 2022 16:22
2
ძალიან ლამაზი გოგო არის
რეზო
14 იანვარი 2022 16:22
6
სიამოვნებით მოგიყვანდი ცოლად და ხელის გულზე გატარებდი, სილამაზის დედოფალო!
Kamo
14 იანვარი 2022 15:50
5

სიახლეები პოპულარული