"მეუბნებოდნენ, რომ სხვა არაფერი გამომივა და სხეული გაყიდეო..." - ლიანა ჯოჯუა

AutoSharing Option
როგორც რუსული Sports-ი წერს, UFC-ის ყოფილ მებრძოლს, ლიანა ჯოჯუას, ორგანიზაციის მიერ ათლეტის გამოშვების შემდეგ სიძულვილის ტალღამ გადაუარა.

ლიანამ აღიარა, რომ UFC-ში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ხალხი შიშველი ფოტოების გაყიდვის მოწოდებით არაერთ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას უგზავნიდა.

"მას შემდეგ, რაც UFC-სთან კონტრაქტი ამომეწურა, ხალხი სხვადასხვა რაღაცას მწერდა. ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, რომ სხვა არაფერი გამომივა და სხეული გაყიდეო...

წავიკითხე და შოკში ჩავვარდი. როგორი გამწარებული უნდა იყოს ადამიანი რაღაცით, რომ ასეთი საშინელება დაწეროს", - განაცხადა ლიანამ.


ტეგები: