კატარმა ჭიკაძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეხვედრა 5 რაუნდს გაგრძელდა, როგორც მოსალოდნელი იყო დაპირისპირება მძიმე გამოდგა და ორივე ათლეტმა წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა.

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს - კატარმა 418 დარტყმა სცადა, საიდანაც 157 (37.6%) ზუსტი გამოვიდა, გიგას 148 მცდელობიდან მიზანს 129-მ მიაღწია. ჩვენებურს ამერიკელის წაქცევა (takedown) არ უცდია, კელვინს 7 მცდელობიდან 2 გამოუვიდა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კელვინმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ გიგა ჭიკაძე ის მებრძოლი ნამდვილად იყო, რომელთანაც
გამოცადა იყო თუ არა და იმსახურებდა თუ არა ადგილს წონის ლიდერებში.

გთავაზობთ შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 32 /
ამ ყველაზე მაგარი სპორტის მაყურებელი ისე, შემთხვევით არ ხდება ადამიანი... აქედან გამომდინარე, მათ გაცილებით მეტი შანსი აქვთ აქეთ დაგინგრიონ ცხვირ-პირი!.. მერე არ იკითხო ჭიჭიკიასავით: - კი, მაგრამ რას მერჩიანო?! :)
aburjga -ს
21 იანვარი 2022 22:59
0
არაუშავს გიგა, მთავარია ღირსეულად იბრძოლე. მომავალ ბრძოლებში გამარჯვება მოგველოცოს...
მგელუკა
17 იანვარი 2022 11:24
0
მას შემდეგ რაც შეჯიბრი დამთავრდება მაყურებელი ამ "სპორტის" საყურებლად ვინც დადის, დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ყველა, ცალ-ცალკე უნდა გაიხმო გვერდზე და გაულეღვო ცხვირპირი, თანაც ისე, რომ სახლში მისული ოჯახმა ვერ იცნოს!
aburjga
17 იანვარი 2022 09:52
5
ვენაცვალე გიგას გულში,მეტი შესაძლებლობა ქონდა და იარაღს ოთხზეც დააყენებდა,მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტიც იყო,რამაც დიდი როლი ითამაშა მის დამარცხებაში.სულიერად ძალიან დაღლილი იყო ჩვენი ვაშკაცი და ქვეყნის მოსიყვარულე გიგა ჭიკაძე,ის ძალიან განიცდიდა მაგათთან შეხვედრას,იმიტომ რომ ესეთი ბრძოლა მისთვის პირველი იყო,მაგრამ ამ ბრძოლით გიგა მეტ გამოცდილებას შეიძენს და მომავალი ბრძოლით ის მეტად შემართებული და მეტად Mომზადებული იქნება. გიგა დაგლოცოს და გაკურთხოს უფალმა ღმერთმა შენს საქმიანობაში,რომ შენი ქვეყანა ასახელო ქართველო ჩაშკაცო.
დავითი
17 იანვარი 2022 00:16
6
შარშან მაქს ჰოლოვეიმ ძალიან დიდი უპირატესობით დაამარცხა ეს კალვინ კატარი. შეიძლება ითქვას გაანადგურა.

დასკვნა თქვენთვის მომინდია, თუ რამდენად მაღალი დონეა საჭირო საჩემპიონოდ. ქართველებიდან მხოლოდ ილია თოფურია მგონია ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი. გიგა და მერაბი უბრალოდ მაგარი მოჩხუბრები არიან, მაგრამ არა ტოპები
მაქს ჰოლოვეი
16 იანვარი 2022 22:08
4
რას ტრაბახობდა, ქართველს და კავკასიელს ტრაბახი არ მართებს გინდაც რომ 100% დარწმუნებული იყოს გამარჯვებაში
max
16 იანვარი 2022 21:01
1
აუ როგორ დამწყდა გული რა :(
გეგი
16 იანვარი 2022 20:47
2
არაა ეს ძმებო სპორტი. ეს არის ადამიანის სიცოცხლესთან თამაში. ღმერთმა დიდხანს სიცოცხლე მისცეს გიგას მარა აქვს თავის არეში უმძიმესი ტრამვები, მოტეხილობები და თავის ტვინის დაზიანება. ნეტა მშვიდობით ჩაივლიდეს და მოგებებს ვინ ჩივის. ჩემი აზრით ყველა მსგავსი სახეობა სპორტისა ასაკრძალია, კრივის ჩათვლით. რამდენი უნდა შეეწიროს ამ გლადიატორობას?
Io
16 იანვარი 2022 20:45
3
Naklebi unda eblatava mastan shexvedramde da mligebda....
Vari
16 იანვარი 2022 19:34
4
ჩემი აზრით, როინი ძალიან სწორ ანალიზს აკეთებს.რა თქმა უნდა გიგამ უკეთ იცის რაც უნდა გააკეთოს.წარმატბები გიგას.

უშანგი
16 იანვარი 2022 16:18
0

სიახლეები პოპულარული