“გიგა დაბრუნდება უფრო ძლიერი და ქამარსაც ჩამოგვიტანს…” - ჭიკაძის მამა ქართველ ხალხს მიმართავს

AutoSharing Option
16 იანვარს, ლას-ვეგასში, UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე, გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. გუშინ, 17 იანვარს, გიგას მამამ საკუთარი “ფეისბუქგვერდის" მეშვეობით ქართველ გულშემატკივარს მიმართა: 

“მადლობა ჩემს საქართველოს და ქართველ ხალხს გიგას მხარდაჭერისთვის! მადლობა ემიგრანტებს და მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობთ გიგას! ასევე მადლობა საქართველოს საკონსულოს ამერიკაში და პირადად ჩვენს კონსულს აშშ-ში ლევან ბერიძეს თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის! ასევე დიდი მადლობა ჩვენს სასიქადულო სპორტსმენებს, განსაკუთრებით, ზაზა ფაჩულიას, თავისი ოჯახით, მერაბ დვალიშვილს და ზვიად ლაზიშვილს თანადგომისთვის!

ახლა კი რაც შეეხება გიგას, ნათქვამია, რაც
არ გვკლავს, გვაძლიერებსო. გიგა უკეთ არის, ორ დღეში გვეცოდინება  MRE-ს პასუხი თავზე. ყველაფერი კარგად ჩაივლის, გიგა დაბრუნდება უფრო ძლიერი და ქამარსაც ჩამოგვიტანს! მადლობა ყველას, თუნდაც იმ გულშემატკივარს, ვინც გვაკრიტიკებს! ჩვენ ერთნი ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ საქართველოს ძლიერებისთვის!

მადლობა ჩემს მეგობრებს! მიყვარხართ!” - წერს სპორტსმენის მამა. 

alt"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა; ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე... სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა

alt"ძალიან მიყვარხართ..." - ჭიკაძე ქართველ გულშემატკივარს მიმართავს



მკითხველის კომენტარები / 1 /
ტვინში სისხლის ჩაქცევა მართლა აქვს??
ღმერთმა ქნას და სრულიად გამოჯანმრთელდეს.
წარმატებები მერე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული