"უნდა შევიდე და სახე ჩავუმტვრიო" - ილია თოფურია მეტოქეზე

AutoSharing Option
დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯეიმს ლინჩთან ინტერვიუში მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ხუთშაბათს გავიგე, რომ მოვსარ ევლოევს კორონავირუსი დაუდგინდა. იმედი გამიცრუვდა, ის ბევრ ცუდ რამეს ამბობდა ჩემზე და მასთან ბრძოლა ძალიან მინდოდა.

რაც შეეხება ჩარლ ჟორდანს, ჯერ ეს შეხვედრა ოფიციალური არ გამხდარა. დიდი შანსია მას შევხვდე, მაგრამ კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მომიწერია, 100%-ით გადაწყვეტილი არაფერია.

მის შესახებ არაფერი მსმენოდა, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად მისი ბრძოლები ვნახე. კარგი, ტექნიკური მებრძოლია, მშვენივრად ურტყამს, მაგრამ აქამდე ჩემნაირ ძლიერ მოწინააღმდეგესთან არ უბრძოლია. მგონია, რომ 1
რაუნდზე მეტს ვერ გაძლებს, მაგრამ თუ მოახერხა, ჩემთვის უკეთესი, გამოცდილებას მივიღებ.

ჩხუბის გეგმა ასეთი მაქვს - შევიდე უნდა და სახე ჩავუმტვრიო. ბრძოლისას სულ სიმშვიდის შენარჩუნებასა და გონივრულად მოქმედებას ვცდილობ, მაგრამ იმ ტიპის მოჩხუბარი არ ვარ, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებას დაელოდება. მე ოქტაგონზე ყოველთვის ნაადრევად გამარჯვების მოპოვებისთვის ვმუშაობ და ამას უეჭველად მივაღწევ.

ჟორდანის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, მგონია, ტოპ 15-ში დამაბრუნებენ. მაგრამ რეიტინგები საერთოდ არ მაინტერესებს, თუნდაც ტოპ 5-ში შემიყვანონ, ეს არ გამიხარდება. ბედნიერს მხოლოდ UFC-ის ქამარი გამხდის", - თქვა თოფურიამ.

ილიასა და ჩარლის ბრძოლა 23 იანვარს უნდა შედგეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რატო არ გესმით იქ საცეკვაოდ არ გადიან, რეიტინგი და შოუ თვით უფც ითხოვს რომ პოპულაცია მოხდეს სპორტის.. მაკრეგორი არ ბაქიბუქობდა ? მან აწია ეგ სპორტი მაღლა ..მანამდე ქართველების 70 პროცენტი აზრზე არ იყო ეგეთი სპორტი თუ არსებობდა.. მიდი გიჟო ცხვირი მოტეხე და მეხუთე ხვრელში გაუკეთე შენ ჩემპიონი ხარ..
ჩორნა
01:55 19-01-2022
0
რა გჭირთ? თოფურია ძალიან დიდი უპირატესობით არის მიჩნეული ფავორიტად.
ასეთი უპირატესობა არცერთ წყვილში არ არის.

события 1 2
1.Журден, Чарльз
2.Топурия, Илия 5.45 1.144
G.LA
17:46 18-01-2022
2

სიახლეები პოპულარული