გიგა ჭიკაძე ოქტაგონს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა

AutoSharing Option
UFC-ის ბოლო ღონისძიების შემდეგ გულშემატკივრებს ერთი საერთო კითხვა აწუხებთ, თუ როდის დაბრუნდება გიგა ჭიკაძე, აღადგენს ვარჯიშს და ვის წინააღმდეგ იასპარეზებს შემდეგ. ამ თემასთან დაკავშირებით რუსულმა championat-მა ისაუბრა:

"UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. როგორც MixedMartialArts-ი წერს, გიგას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება მოუწევს. ამასთან ერთად, ნეიროქირურგმაც უნდა შეამოწმოს და დასკვნა გამოაქვეყნოს.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურს კარიერის დაპაუზება მოუწევს, მიზეზი კი კელვინ კატართან მიღებული მძიმე დაზიანებები გახლავთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრძოლას კელვინ კატარიც ჩამოშორდება, რადგან ჭიკაძესთან დაპირისპირების დროს ცხვირის ძვალი
გაიტეხა" - წერს championat-ი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ ენდობა მაგათ. ჩამოვიდეს და საქართვეელოშიც შეიმოწმოს
V.
22 იანვარი 2022 07:19
2
1-2 რაუნდი მოუგო. მერე დაღლამ თავისი ქნა... ბოლო რაუნდში ბევრი იდაყვი გაუშვა და ძალიან დაზარალდა ამის მიუხედავად მაინც მაგრად იბრძოლა.. ნეტა კიდევ ჩაინიშნოს ამათი ბრძოლა სასწაული ჩხუბი იქნება........
რონი
21 იანვარი 2022 16:00
16
გეთანხმები, კატარმაზ ზუსტად ერთ წლიანი პასუხა აიღო
tbiliski
21 იანვარი 2022 15:38
0
არ უნდა იჩქაროს დაბრუნება, რეაბილიტაცია ბოლომდე უნდა გაიაროს აუცილებლად. უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს!
aleksandre
21 იანვარი 2022 15:09
0
არ ღირდა კოვიდ ახალახან გადატანილს რეიტინგის მეხუთე ნომერტან ბრძოლა, ძალიან გარისკა, იმედია რისკი ძვირად არ დაუჯდება. წარმატება, გიგას.
გიორგი
21 იანვარი 2022 15:36
0

სიახლეები პოპულარული